top of page

საქართველოს მოქალაქეებზე საფრანგეთში დროებითი მობინადრეობის საბუთი გაიცემა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცილკურალური მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევიდა.


2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ.


საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“.




ახლახანს მოხდა ამ კანონის რატიფიცირება საფრანგეთის პარლამენტის მიერ, რომელსაც ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმაც მოაწერა.


ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია საფრანგეთში ან საქართველოში და შემდგომ დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებს.


თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს საშუალება ექნება საფრანგეთში სამუშაოს საძიებლად გაემგზავროს.


ეს შეეხება მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტებს და იმ კონკრეტულ პროფესიებს, რომელთა იდენტიფიცირება სამომავლოდ მოხდება. პროფესიონალი ექსპერტების გაცვლა მოხდება მხოლოდ იმის შემდეგ რაც შეირჩევიან ისეთი პროფესიონალები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ მოთხოვნებს.


აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში).


ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში) .

Please reload

bottom of page