რა არ უნდა გავაკეთოთ აეროპორტსა და თვითმფრინავში?

31 Jan 2019

თვითმფრინავით მგზავრობისას ყველა რეისზე აღმოჩნდება ხოლმე ის ერთი, რომელიც აღიზიანებს მგზავრებს, გამცილებელს, პილოტს, გადამფრენ ჩიტებს... 

მათი უმეტესობა ზოგჯერ კურიოზულ სიტუაციას იწვევს, ზოგჯერ კი, წარმატებულ ფრენას საფრთხეს უქმნის. მოკლედ, რა არ უნდა გავაკეთოთ მგზავრობისას, ამ სიაში რომ არ ამოვყოთ თავი!

 

 

 

 

1. კონტროლის გავლამდე თავიდან მოიშორეთ მძიმე მეტალები, პიროტექნიკა და შეიარაღებული ძალების მთელი საბრძოლო რესურსი. წინასწარ მოამზადეთ პასპორტი, ბილეთი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. ნუ მოიპარავთ სხვის დროს!

  

 

2. გავბედავთ და გეტყვით, ისწავლეთ რიგში დგომა! თვითმფრინავი უთქვენოდ არსად წავა...ორი საათით ადრე!

 

 

 

3. არ გამოიყენოთ მძაფრი სუნამო.

 ნუ შეუქმნით დისკომფორტს სხვა მგზავრებს, თავს გადაჯდომითაც ვერ უშველიან. 

 

4. ფრენის შიშის დასაძლევად პირველ რეკომენდაციად ალკოჰოლური სასმელი სახელდება ხოლმე. თუმცა, რამდენია საჭირო შიშის დასაძლევად და რამდენი თვითმფრინავში მოსალხენად?!

 

 

5. ითხოვეთ დახმარება. მსგავსი ქმედება უფრო უცნაურია დ მეტ ყურადღებასაც იქცევს. 

 

 

6. თუმცა, გამცილებელს უამრავი კითხვითაც ნუ შეაწუხებთ - საპირფარეშოთი სარგებლობა შეგიძლიათ, ადგომა და ფეხის გაშლაც შეიძლება, მოწევა და მეგობართან გადარეკვა - არა!

 

 

7. აფრენისთანავე ნადიმი ვითომ აუცილებელია?!

 

 8. ნუ გარბიხართ თვითმფრინავის დაჯდომისთანავე. შესაძლოა მეორე რეისზე გაგვიანდებოდეთ, თუმცა, უადგილო სიჩქარით ალიაქოთს გამოიწვევთ და უფრო მეტად დააგვიანებთ.

 

 

9. გამორთეთ მობილური ტელეფონები! გამოიყენეთ ფუნქქცია Fly Mode. ჯერ კიდევ დაფრენამდე, აეროპორტის დანახვისთანავე ნუ ურეკავთ დედას, ნათესავებს, ახლობლებს, სადაქალოს რომ მშვიდობით ჩაფრინდით. სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება ჩართული ტელეფონით შესაძლოა კავშირის დარღვევა გამოიწვიოთ და ყველას საფრთხე შეუქმნათ. 

 

 

10. და ბოლოს, ყოველი დაფრენისას აპლოდისმენტები საჭიროა ვითომ? ჩვენი ოფისის ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ლოგიკით სამარშუტო ტაქსის ყოველ გაჩერებაზე ტაში უნდა შემოვცხოთ, მეორე ნაწილს არგუმენტად მოჰყავს, მიწაზე მყარად დგომა ჩვენი ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რაზეც ჰაერში გამოკიდებული თვითმფრინავით გადაადგილებას ვერ შევადარებთ. თქვენ რას ფიქრობთ?

 

 

 

Please reload