Wizz Air -მა ქუთაისიდან 6 ახალი მიმართულება დაამატა

1 Feb 2019

დაბალბიოუჯეტურმა კომპანიამ - Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ეინდჰოვენის, ბარის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის და ბრიუსელის მიმართულებით ფრენები დაამატა.

 

Wizz Air-ის ახალი მიმართულებები ქუთაისიდან:

 

„მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იწყებს ახალ რეისებს ქუთაისიდან ევროპული ქალაქების მიმართულებით.

 

ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი მომხმარებლებისთვის მოგზაურობის მეტი შესაძლებლობების შექმნას, ჩვენს მგზავრებს საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ აღნიშნული პოპულარული ევროპული მიმართულებები და ჩვენი კომფორტული ფრენის განრიგითა თუ დაბალი ფასებით ისარგებლონ. ჩვენ ვაანონსებთ კიდევ დამატებით მიმართულებებსა და ინვესტიციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, 2019 წლის აგვისტოდან ვამატებთ ეარბას A320 ტიპის კიდევ ერთ ავიახომალდს და 6 ახალ მიმართულებას ჰოლანდიის, საფრანგეთის, ესტონეთის, იტალიისა და ბელგიის მიმართულებით.

 

 

 

საავიაციო ბაზრის განვითარება ხელს უწყობს ტურიზმის წინსვლას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამჟამად ჩვენს მომხმარებლებს ქუთაისიდან ვთავაზობთ 27 მიმართულებას 18 ქვეყნის მასშტაბით.

 

მოგზაურებს მოგიწოდებთ, რომ Wizz Air-ის დაბალი ფასებითა და შესანიშნავი საბორტო მომსახურებით სარგებლობის პარალელურად, აღმოაჩინოთ ეს შესანიშნავი ევროპული მიმართულებები“ - აღნიშნა იოჰან ეიდჰაგენმა, Wizz Air-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.           

    

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია