ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა - რა უნდა ვიცოდეთ

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა - ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა.
უვიზო მიმოსვლის რეჯიმის წესებს თანდათან ფეხს ვუწყობთ, თუმცა, მაინც ჩნდება ხოლმე გარკვეული კითხვები. გადავხედოთ ვიზალიბერალიზაციის ძირითად საკითხებს.
ქვეყნები, სადაც უვიზოდ მიმოსვლა შეგვიძლია:
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას ( გამონაკლისს წარმოადგენს ირლანდია და დიდი ბრიტანეთი (ეს უკანასკნელი, ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის წევრიც აღარაა, როგორც ვიცით)) და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანასთან.
1. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლაა:

2. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლაა:

3. შენგენის კანდიდატი ქვეყნები, სადაც უვიზო მიმოსვლაა:

4. უვიზო მიმოსვლა არ ეხება:

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეიძლება, რომელიც 180 დღის განმავლობაში 90 დღიან ვიზიტს გულისხმობს. თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად დავყავით, შემდეგი გამგზავრება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
რა შეიძლება იყოს მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი?
• ტურისტული მოგზაურობა; • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა თუ გამოფენებში მონაწილეობის მიღება; • მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; • კულტურულ, სამეცნიერო და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; • სამედიცილო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი, სამკურნალო კურსი/ოპერაცია.
დოკუმენტაცია, რომელიც მესაზღვრეს, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოვუდგინოთ:
• უკან დასაბრუნებელი ბილეთი; • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი ან ევროკავშირის ტერიტორიაზე ლეგალურადმცხოვრები მასპინძლის მისამართი; • სამოგზაურო დაზღვევა; • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება - ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტროული ბარათი. დღიური ბიუჯეტი მასპინძელი ქვეყნების უმეტესობაში საშუალოდ 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. • თუ მესაზღვრეს ვერ დავარწმუნებთ მოგზაურობის მიზანსა და ფინანსური უზრუნველყოფის სიმართლეში, შესაძლოა, გვეთქვათ საზღვრის გადაკვეთაზე.
როცა მოკლევადიან პერიოდს ვარღვევთ და ევროკავშირის ზონაში უფრო მეტ ხანს ვრჩებით:
სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება უკან 90 დღეში ვერ დავბრუნდეთ, თუმცა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ვადაგადაცილება თავიდან ავიცილოთ, რათა, ასეთ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება - რამდენი ხნით გეკრძალებათ ამ ქვეყანაში შესვლა, შენგენის წევრ სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება.
საპატიო მიზეზი - უბედური შემთხვევა, სამედიცინო მომსახურების გაწევისას ვადების ობიექტური მიზეზით გაზრდა თუ სხვა აუცილებელია მესაზღვრეს შესაბამისი დოკუმენტაციით დავუდასტუროთ. ამ შემთხვევაში, ვადაგადაცილება საპატიოდ ჩაითვლება და ქვეყანაში დეპორტის გარეშე დაბრუნდებით. თუმცა, გახსოვდეთ, მესაზღვრეს შეუძლია არგუნემტის სისწორეში ეჭვი შეიტანოს, არ გაგამართლოთ და დეპორტით დაგაბრუნონ - გადაწვეტილების მიღების პროცესში იგი სრულიად დამოუკიდებელია.