Google Map ფუნქციებს იმატებს და მოგზაურობას უფრო ორგანიზებულს ხდის

25 Feb 2019

უცნობი ქალაქის სადგურიდან გამოსვლა, გაჩერებიდან ახალი მიმართულების არჩევა და კონკრეტული დანიშნულების ადგილის პოვნა დიდ დაბნეულობას რომ იწვევს დაგვეთანხმებით.

 

ამ დროს Google - ის რუკა პირველი გამოსავალია ხოლმე და ვფიქრობთ, ახალი ფუნქციის შემდეგ მას უფრო ხშირად გამოიყენებთ.

 

Google maps-ის გუნდმა Business Insider-ს შესაძლებლობა მისცა, მისი ახალი დამატებითი რეალობის ფუნქცია გამოეცადა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის შექმნილი. Google maps-ის გუნდის განმარტებით, ფუნქცია ჯერ საწყის ეტაპზეა და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ადგილობრივი გიდებისთვის - ენთუზიასტებისთვის, ვინც პროდუქტთან დაკავშირებით სასარგებლო უკუკავშირი უნდა იქონიონ. ის თუ როდის იქნება პროდუქტი ფართო საზოგადოებისთვის