top of page

1-ლი მარტიდან უკრაინის მიმართულებით გადაადგილებისთვის მხოლოდ ID ბარათი დაგჭირდებათ



უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას დღეიდან შეძლებენ.


მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.


შესაბამისი შეთანხმება უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში გააფორმეს.


„რამდენიმე თვე ვმუშაობდით აღნიშნულ საკითხზე ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ ჩვენს შორის ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. დარწმუნებული ვარ, რომ ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მიმოსვლას, ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.


საქართველოსთვის უკრაინა თურქეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც გადაადგილება მხოლოდ ID ბარათის მეშვეობითაა შესაძლებელი.

Please reload

bottom of page