10 ყველაზე უსაფრთხო ადგილი 2019 წელს მოგზაურობისთვის
უსაფრთხოება მოგზაურობის დროს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. გთავაზობთ 10-მდე ტურისტულად აქტიურ ზონას, რომელიც სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 2019 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად სახელდება.

ზამბია
ზამბია აშშ-ს დეპარტამენტის უსაფრთხოების დონეების მიხედვით ყველაზე მაღალ, ნომერ 1-ელ დონეზეა, ეს მონაცემები კი, როგორც ცნობილია, შედარებით მაღალია გლობალური მშვიდობის ინდექსზე.

იაპონია
თუ წელს აზიის ქვეყნების მონახულებას აპირებთ, იაპონია უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე კარგი არჩევანი იქნება. „ეკონომისტი“ იაპონიას 2017 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად მიიჩნევს.

სლოვენია
ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე უსაფრთხოდ სლოვენია სახელდება. სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად სლოვენია გარემოზეც აქტიურად ზრუნავს. ლიუბლიანა, სლოვაკეთის დედაქალაქი 2016 წელს ევროპის მწვანე განაშენიანების ჯილდოს მფლობელი გახდა.

ისლანდია
Global Peace Index - ის მიხედვით ისლანდია 2018 წელს მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ადგილად დასახელდა. ეს ამ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია Global Peace Index ისლანდიის შემდეგ ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა. გირჩევთ, ისლანდიაში მოგზაურობა გაზაფხულისთვის დაგეგმოთ - ეს სეზონი ისლადიას განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის.

ნორვეგია
რა თქმა უნდა სკანდინავია - ეჭვგარეშეა, თქვენ ყველაზე დაცულ გარემოში აღმოჩნდებით და ეს შეგრძნება დაშვებისთანავე გაგიჩნდებათ. ნორვეგიამ უსაფრთხოება და სტაბილურობა პრიორიტედ საკითხად დიდი ხნის წინ დაისახა. უკვე მრავალი წელია მშვიდობიან ქუჩებს არა მხოლოდ თავის მოქალაქეებს, არამედ ტურისტებსაც სთავაზობს.

ჩილე
სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან მოგზაურებისთვის ყველაზე უსაფრთხო ჩილეა. იგი აშშ-სსახელმწიფო დეპარტამენტის 10ელ ეტაპზეა. ამიტომ, სიფრთხილის მინიმალური ზომების დაცვაა საჭირო ხალმხრავალ ადგილებში თაღლითობისა და მსუბუქი დანაშაულის მსხვერპლი რომ არ გახდეთ.

ავსტრია
თუ ევროპის მიმართულებით მშვიდ დანიშნულების ადგილს ეძებთ ავსტრია უნდა განვიხილოთ. წინა წლის მონაცემებით, ავსტრიას გლობალური მშვიდობის ინდექსის სიაში მხოლოდ ახალი ზელანდია და ისლანდია უსწრებენ წინ. როგორც სხვა პოპულარულ ტურისტულ ადგილებში, ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ არაძალადობრივი თაღლითები იქნებიან.