ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყალბი პასპორტების გამოყენების ფაქტზე, ავსტრიის დედაქალაქში 15 ქართველია დაკავებული, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სადეპორტო განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ავსტრიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა ცირამუამ “რეკორდერს” განუცხადა, რომ დაკავებულები სლოვაკური, უნგრული, პოლონური და სხვა ევროპული ქვეყნების ყალბი პასპორტებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აპირებდნენ გადასვლას. “ისინი ქართული პასპორტებით ქუთაისი-ვენის რეისით ჩამოფრინდნენ, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი, წინასწარ ნაყიდი ბილეთებით, აეროპორტში შებრუნდნენ და უკვე ყალბი პასპორტებით დუბლინის რეისზე გაიარეს რეგისტრაცია, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა”, – აცხადებს ცირამუა. მისივე ინფორმაციით, ავსტრიის სადეპორტო განყოფილებებში, ამ დროისათვის, სხვადასხვა ფაქტზე დაკავებული უამრავი ქართველია, რომელთა დეპორტიც ახლო პერიოდში მოხდება. ცნობისათვის, ყალბი პასპორტების დამზადება 4 000- 4 500 ევრომდე ჯდება. წყარო: რეკორდერი

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now