top of page

ქართველები ევროკავშირში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ




საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყანად სახელდება. ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომაზე განაცხადა.


"საქართველო მიიჩნევა უსაფრთხო ქვეყნად და საქართველოს ჩვენ ამ პრიზმაში ვუყურებთ. მე მითხრეს, რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში 600 ათასი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე და მხოლოდ რამდენიმე ათასი აკეთებდა განაცხადს თავშესაფარზე, ეს მასშტაბები თავისას ამბობს, მაგრამ მინდა გაცნობოთ, რომ ისინი ევროპაში თავშესაფარს ვერ მოიპოვებენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

Please reload

bottom of page