დაიქირავეთ ინსტაგრამ შეყვარებული რომში - 1.085 ევროდ

დღეს რომში ინსტაგრამ შყვარებულის დაქირავება შეგიძლიათ
ტურისტული კომპანია მოგზაურებს სთავაზობს ტურისტულ პაკეტს „რომი ერთ დღეში“, რომელიც განცდილი შთაბეჭდილებების ინსტაგრამ პოსტებში ასახვასაც მოიცავს
თუმცა, მთლიანი პაკეტის შეძენა €1,085 ($1,233) დაგიჯდებათ
მოგზაურობას ბევრი დადებითი შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში - სხვადასხვა კულტურის შეცნობა, ახალი მეგობრები, შთაბეჭდილებები და ამ ყველაფერთან ერთად ინსტაგრამისთვის უზარმაზარი კონტენტი.
ბოლო კვლევების მიხედვით, ჩვენი პერიოდის მოგზაურების 40% ფიქრობს, რომ ინსტაგრამს ტურისტული დანიშნულების ადგილის არჩევისას დიდი ყურადღება ექცევა.
საერთოდ, თუ მოგზაურობის შესახებ სოციალურ ქსელებში ვერ მოჰვებოდით, წასვლა - არ წასვლაზეც ხომ არ დაგაფიქრებდათ ეგ ამბავი?
მოგზაურობისას აღბეჭდილ კადრებზე, რომელსაც ინსტაგრამზე გამოაქვეყნებთ მეგობრებთან, ახლობლებთან, შეყვარებულთან ერთად არც ისე პატარა გამოხმაურებას მოგიტანთ და ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველა ამ კადრს აფიქსირებს, ფაქტიურად, თქვენი ინსტაგრამ შეყვარებულია.
თუმცა, რას აკეთებთ როდესაც მოგზაურობა მარტოს გაქვთ დაგეგმილი და გადაწწყვიტეთ ძლივს აღებული შვებულება ყველასგან დამოუკიდებლად გამოიყენოთ? - ესეც ფენომენი - ინსტაგრამის შეყვარებული (Instagram boyfriend) .
თუ რომში მიდიხართ, მშობლებთან, შემაწუხებელ დასთან ერთად გადაღებული ფოტოები მოგბეზრდათ, ან თუნდაც თქვენი დაქალი ისე ცუდად იღებს რომ ფოტოები საერთოდ არ გაქვთ, შეგიძლიათ ეს მართლაც დიდი სტრესი მხრებიდან მოიხსნათ, რადგან ახლა „ინსტაგრამ მეგობრის დღის“ ტურის შეძენაა შესაძლებელი.
დიახ, ადგილობრივმა ტურ ოპერატორმა, Roma Experience, შექმნა ახალი, ადგილობრივი, ერთღიანი ტურისტული პაკეტი, რომელიც ინსტაგრამ მეგობრის - პროფესიონალიუ ფოტოგრაფის თანხლებასაც მოიცავს. მაგრამ აქვე ვთქვათ, რამდენად სარფიანი ინვესტიციად შეიძლება მოგეჩვენოთ: ძირითადი ტურის ღირებულება - €735 ($835) და ინსტაგრამ შეყვარებული გიჯდებათ - €350 ($398), ტურის მთლიანი ღირებულება €1,085 ($1,233) გამოდის.
ინსტაგრამ შეყვარებული (გოგო/ბიჭი) თქვენთან ერთად 3 საათის განმავლობაში იქნება, რაც ნიშნავს 3 საათში გადაღებულ ათასობით კადრსა და გიფს.
„ვიცით, რომ სოციალური მედია ტურისტებზე ზეგავლენის მოხდენის ყველაზე მნიშნველოვანი ფაქტორი გახდა“ - ამბობს ბომალოსი, Roma Experience - ის მარკეტინგის მენეჯერი.
„ადამიანები დღეს შთაბეჭდილებებს კამერისა და ფოტოგრაფის დახმარებით განიცდიან, რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, ცუდი არ არის, ერთი გამოთქმის მიხედვით, „ფოტო ათას სიტყვაზე მეტს ამბობს.“
„ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარება და ტურისტებისთვის განსაკუთრებული სერვისების შექმნაა და როდესაც მაღალხარისხიანი, სადღესასწაულო კადრები მოგზაურთათვის განსაკუთრებულ მნიშნველობას იძენს, მზად ვართ ეს სერვისი უზრუნველვყოთ.“
Roma Experience არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ტურისტს მსგავს მომსახურებას სთავაზობს. Shoot My Travel დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. კომპანიის დახმარებით მოგზაურები სოციალურ ქსელებში მოგზაურობას შთამბეჭდავი კადრების მეშვეობთ ჰყვებიან და როგორც ჩანს, ინსტაგრამ შეყვარებულიც მოთხოვნადი ტენდენცია გახდება.