top of page

აია სოფია შესაძლოა მეჩეთად გადაკეთდეს




თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აია სოფიას ტაძარს შესაძლოა მუზეუმის წოდება ჩამოერთვას და მეჩეთად გადაკეთდეს.


აია სოფია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და სტატისტიკის მიხედვით, ტაძარს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.


ერდოღანის თქმით, კულტურული ძეგლის მონახულების საფასურის მოხსნა მისთვის სტატუსის შეცვლით არის შესაძლებელი: "გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“ - განაცხადა ერდოღანმა.


აია-სოფიას ტაძარი ბიზანტიის იმპერიის დროს მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრად მოიაზრებოდა.


ტაძარი მეჩეთად ბიზანტიის დაცემის შემდეგ ოსმალთა მმართველობის დროს, მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანებში გადაკეთდა. მუზეუმის სტატუსი კი მას 1935 წელს მიენიჭა.

Please reload

bottom of page