top of page

საქართველოს მოქალაქეებისთვის ტაილანდის მიმართუილებით სავიზო პირობები გამარტივდა




2019 წლის 14 აპრილიდან ტურისტული მიზნით ტაილანდის სამეფოში მიმავალი საქართველოს ორდინარული პასპორტის მქონე მოქალაქეთათვის ამოქმედდება Visa on Arrival რეჟიმი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.


2019 წლის 14 მარტიდან ორივე ქვეყნის დიპლომატიური და ოფიციალური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს წინასწარი ვიზის აღება აღარ ესაჭიროებათ. საქართველოს მთავრობასა და ტაილანდის სამეფოს მთავრობას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი 2018 წლის 26 სექტემბერს მოეწერა .


Visa on Arrival გულისხმობს ტაილანდში მოგზაურობის ონლაინ დაგეგმვას, რომლისთვისაც აპლიკაციის შევსებაა საჭირო.


Visa on Arrival - ის გამოყენებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ პირობებს:

  • იყოთ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც ტაილანდი Visa on Arrival - ს უშვებს

  • ვალიდური პასპორტი (მოქმედების ვადა მინიმუმ 30 დღე)

  • ტური უნდა მოიცავდეს არა უმეტეს 15 დღეს

  • უნდა დაადასტუროთ უკან დასაბრუნებელი ბილეთების ჯავშანი

  • წარმოადგინოთ მისამართი, რომელზე დარჩენასაც აპირებთ

  • სავიზო მოსაკრებელი ტაილანდურ ვალუტაში ( მხოლოდ ნაღდი ფული, რომელიც არაანაზღაურებადია)

  • საცხოვრებელი ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა (10,000 Baht / ადამიანი, 20,000 Baht / ოჯახი)

Please reload

bottom of page