Air France - მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები დაიწყო

1 Apr 2019

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ნაციონალურმა ავიაკომპანია AIR FRANCE პარიზი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელობა, Air France-ის წარმომადგენლები და ფრანგი ტუროპერარტორები ესწრებოდნენ.

 

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. (ჩამოფრენა ოთხშაბათსა და კვირას, გაფრენა - ორშაბათსა და ხუთშაბათს).

 

დღეისათვის Air France ფრენებს 170-მდე მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი 212 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა. შარლ დე გოლის ოპერატორი ფრანგული სახელმწიფო კომპანია ADP Group-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.

Please reload

Please reload