top of page

შენგენის ქვეყნებში შესვლისთვის საჭირო ბიუჯეტი




მოგზაურობის ბიუჯეტირებისას პირველი კომპონენტი უცხო ქვეყანის საზღვარზე გადასვლის დროს საჭირო თანხის რაოდენობაა, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით განსაზღვრავს.


საფრანგეთი


ევროკომისიის განსაზღვრების მიხედვით, საფრამგეთში მოგზაურობის მსურველმა საკონსულოსა თუ მესაზღვრეს უნდა წარმოუდგინოს დღიურად 120 ევროს ოდენობით გათვლილი თანხა იმ შემთხვევაში, თუ გამგზავრებამდე არ აქვს დაჯავშნილი საცხოვრებელი ადგილი. თუ მოგზაურს სასტუმროს ჯავშანი აქვს დღიურად გასათვალისწინებელი თანხა 65 ევროა - თითოეული დღისთვის, სასტუმროს ჯავშნის დღეების შესაბამისად. თუ მოგზაური დაბალფასიანი საცხოვრებლის ჯავშნის დადასტურებას წარმოადგენს, დღიურად გასათვალისწინებელი თანხა შეიძლება 35 ევრომდე შემცირდეს.


გერმანია


ევროკომისია გერმანიის შემთხვევაში დღიურად გასათვალისწინებელ თანხად 45 ევროს განსაზღვრავს. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სასტუმროს ჯავშნის წარმოდგენა.


საბერძნეთი


საბერძნეთში გამგზავრებამდე ხარჯები შემდეგი მონაცემებით დათვალეთ: დღიურად გასათვალისწინებელი თანხა 50 ევროდ განისაზღვრება. 5 დღის მოგზაურობის შემთხვევაში მოგეთხოვებათ 300 ევროს ბიუჯეტის არსებობის დადასტურება. გაითვალისწინეთ, არასრულწლოვანთა შემთხვევაში სახარჯო თანხების ნორმა ნახევრდება.

ეს დადგენილებაც ევროკომისიის მიერ არის განსაზღვრული.


ესპანეთი


თუ ესპანეთში მოგზაურობას 10 დღეზე ნაკლები ვადით აპირებთ, ევროკომისიის რეკომენდაციის მიხედვით, მთლიანი ბიუჯეტი 574 ევროს ოდენობით უნდა წარმოადგინოთ, 10 და უფრო გრძელვადიანი მოგზაურობის შემთხვევაში კი დღიურად გასათვალისწინებელი თანხა 71 ევროა.


პოლონეთი


2008 წლის 22 დეკემბრის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის რეგლამენტით ევროკომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას უცხოელი მოქალაქე პოლონეთის საელჩოში ან საკონსულოში მოგზაურობისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი დაადასტუროს შემდეგი გაანგარიშების მიხედვით:


თუ 3 დღით აპირებთ მოგზაურობას, საერთო ჯამში 300 ზლოტი ან 68 ევრო უნდა გაითვალისწინოთ.


თუ მოგზაურობის პერიოდი 3 დღეს აღემატება, ამ შემთხვევაში, თითოეული დღისთვის 100 ზლოტი ან 25 ევრო უნდა გაითვალისწინოთ.


ხოლო, თუ საცხოვრებლის ხარჯებს მესამე პირი ფარავს ყოველდღიურად გასათვალისწინებელი თანხა 20 ზლოტით ან 4.5 ევროთი მცირდება.

Please reload

bottom of page