top of page

ავსტრალიის საემიგრაციო პროცედურები და სავიზო კატეგორიები




ავსტრალია მიგრაციით დაინტერესებულებთ სხვადასხვა ტიპის ვიზებს სთავაზობს, რომლებიც ცხოვრებისა და მუშაობის უვადო უფლებას გულისხმობს. მიგრანტებმა რეზიდენტის სტატუსის მიღებამდე უნდა წარადგინონ მოთხოვნა მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მიღებისთვის. მანამდე კი, მიგრანტის სტატუსის მიღების პროცედურა განვიხლილოთ. დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ ავსტრალიის საიმიგრაციო ვიზები ძირითად შემთხვევაში, დასაქმების, ოჯახურ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ ვიზებს მოიცავს.


ავსტრალიის საიმიგრაციო ვიზის მიღების სურვილი შესაძლოა დიდი იყოს, თუმცა, მნიშვნელოვანია მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნების გათვალისწინება არ დაგვავიწყდეს და სანამ ვიზისთვის აპლიკაციის შედგენასა და სხვა პროცედურებს შევუდგებოდეთ, განვსაზღვროთ რამდენად შეესაბამება ჩვენი კანდიდატურა ავსტრალიის მიერ შემოთავაზებულ ვიზის ტიპებს.


დაახლოებით 40 სახეობის ვიზის კატეგორიაა, რომელიც აპლიკანტებს ავსტრალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს. ამ ვიზებიდან ორი კატეგორია გამოირჩევა: Family-Based Permanent Residency და Work-Based Permanent Residency.


Family-Based Permanent Residency ვიზა იმ აპლიკანტებისთვისაა, რომელთა ოჯახის წევრებია ან ნათესავები ავსტრალიაში ცხოვრობენ. ვიზის ამ კატეგორიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და საიმიგრაციო პროცედურებიც შედარებით ადვილია.


აპლიკაციის ტიპები, რომელსაც ვიზის ეს კატეგორია მოიცავს:

  • პარტნიორებისთვის

  • დაქორწინებულთათვის/დანიშნულებისთვის

  • შვილებისთვის

  • ნათესავებისთვის

პარტნიორული ვიზა ორი ტიპისაა - დროებითი პარტნიორული ვიზა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრების უფლებას განიჭებთ და მეორე კატეგორიის პარტნიორული ვიზა, რომელიც, ფაქტიურად პირველის მიღების საფუძველია. განაცხადი ორივე კატეგორიის ვიზაზე უნდა შეივსოს, ხარჯების დაფარვა მხოლოდ ერთი სავიზო აპლიკაციისთვის მოგიწევთ.


იმისთვის, რომ აპლიკაცია რეიტინგული იყოს, თქვენი პარტნიორი უნდა იყოს:

  • ავსტრალიის მოქალაქე

  • ავსტრალიის მუდმივი მაცხოვრებელი

  • ახალი ზელანდიის მოქალაქე.

თუ დანიშნული ხართ ავსტრალიელზე, ავსტრალიის მოქალაქეზე ან მუდმივად მაცხოვრებელზე, ამ შემთხვევაში, აპლიკაცია დანიშნული წყვილების შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით უნდა წარადგინოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის ვიზა ავსტრალიაში დროებითი ცხოვრების უფლებას განიჭებთ, ქორწინების შემდეგ, რომელიც შესაძლოა ავსტრალიაში მოხდეს, თქვენი განაცხადი პარტნიორულ ვიზაზე უნდა შეიტანოთ, რომელიც უკვე მუდმივად მაცხოვრებლის სტატუსს მოგანიჭებთ.

რაც შეეხება ვიზას ბავშვებისთვის, რომელიც საოჯახო ვიზასთან პირდაპირ კავშირშია - საოჯახო ვიზის კატეგორიაში არიან ბავშვები, რომლებიც მშობლებისგან შორს, უცხოეთში ცხოვრობენ და ავსტრალიაში სწავლისა და ცხოვრების გაგრძლების სურვილი აქვთ, ამასთანავე, ოჯახის წევრები, რომელთაც სურთ დრო იმ ქვეყანაში გაატარონ, სადაც მათი შვილები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ამ აპლიკანტებს ავსტრალიაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება ენიჭებათ.


ავსტრალიაში მომუშავე და მცხოვრებ რეზიდენტებს შეუძლიათ მოწვევის სახით ჩართონ თავიანთი ნათესავები ავსტრალიის საიმიგრაციო პროგრამაში, რითიც ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრებას ავსტრალიაში შეძლებენ. ეს მოიცავს, საოჯახო ვიზას, ვიზას ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის და მომუშავეებისთვის.




Work-Based Permanent Residency სამუშაო ვიზის კატეგორიებს მოიცავს, რომლებიც ავსტრალიაში ცხოვრებისა და მუშაობის მუდმივ ან დროებით უფლებას ანიჭებენ აპლიკანტს.

  • მოწვევა დამსაქმებლისგან (TTS Visa) – TTS ვიზა ავსტრალიამ 2019 წლის 19 მარტს დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც დროებითი სამუშაო ვიზა გააუქმა. TTS ვიზისთვის მოწვევა დამსაქმებლისგან უნდა გქონდეთ. იგი 3 ტიპისაა: მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და შრომითი ხელშეკრულების მიხედვით. თუ პირველ, მოკლევადიან TTS ვიზას აიღებთ ავსტრალიაში 2 წლიან მუშაობის უფლებას მიიღებთ, საშუალოვადიანი 4 წლიან პერიოდს გულისხმობს, სახელშეკრულებო კი მხარეთა შეთანხმების მიხედვით განისაზღვრება.

  • ზოგადი სამუშაო ვიზა - ზოგადი სამუშაო ვიზა არ მოითხოვს ავსტრალიიდან დამსაქმებლის მოწვევას. სამუშაო ვიზის მთავარი საფუძველი SkillSelect პროგრამაა, რომელიც თავის თავში რამდენიმე კატეგორიას მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი უნარები და გამოცდილება ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთს სწორად მიუსაგადოთ და აპლიკაცია ამორჩეული ვიზისთვის საჭირო ინფორმაციის მიხედვით შეავსოთ.

  • SkillSelect პროგრამა აერთიანებს სამუსაო ვიზის კატეგორიებს აპლიკანტის უნარების, ასაკის, გამოცდილების, განათლებისა და ენობრივი უპირატესობების მიხედვით.

მას შემდეგ, რაც თქვენთვის კარგად მორგებულ კატეგორიას აარჩევთ განიხილეთ ამ ვიზის შესაბამისი მოთხოვნები და დაიწყეთ აპლიკაციის შევსება. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ კი ლოდინის სავარაუდო პერიოდი 4 კვირიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს.


Please reload

bottom of page