top of page

Wizz Air ბარგის გადატანის ტარიფებს ცვლის




დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ბარგის გადატანის მომსახურების ტარიფებს ცვლის.


კომპანიამ სერვისი WIZZ Priority მაქსიმალური ტარიფი თითქმის გააორმაგა. უცხოურიმედია კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ მაქსიმალური ფასი WIZZ Priority-ზე 17-დან 30 ევრომდე გაიზარდა.


ახალი საფასო პოლიტიკის შესაბამისად, ფასი WIZZ Priority-ს მომსახურებაზე არსებული 5-17 ევროს დიაპაზონიდან 5-30 ევრომდე გაიზარდა.


ტარიფი WIZZ Priority მგზავრებს თვითმფრინავის ბორტზე ორი ბარგის უფასოდ ატანის შესაძლებლობას აძლევს: ერთი უფასო ხელბარგი (40x30x20 სმ) და 10 კგ-იანი საგორებელი ჩანთა ზომით 55x40x23 სმ.


ბარგზე ამ მოცულობის ხელბარგის ბორტში ატანა მხოლოდ WIZZ Priority-ს სერვისის მფლობელებს აქვთ.

Please reload

bottom of page