Georgian Airways ევროპის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს აქვეყნებს

25 Apr 2019

 

 

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის განმავლობაში, თბილისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, პირდაპირი ავიარეისების განრიგს აქვეყნებს.

 

განრიგის მიხედვით ირკვევა, რომ ამ ეტაპზე Georgian Airways-ი ევროპის 9 მსხვილ ქალაქში დაფრინავს.

 

გაეცანით განრიგს:

 

თბილისი-პარიზი-თბილისი – სამშაბათი, პარასკევი;

 

თბილისი-ამსტერდამი-თბილისი – ორშაბათი, შაბათი;

 

თბილისი-ვენა-თბილისი – სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა;

 

თბილისი-ბრიუსელი-თბილისი-ხუთშაბათი, კვირა;

 

თბილისი-ლონდონი-თბილისი – ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი;

 

თბილისი-პრაღა-თბილისი – სამშაბათი, პარასკევი, კვირა;

 

თბილისი-ბარსელონა-თბილისი – ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა;

 

თბილისი-ბერლინი-თბილისი – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი;

 

თბილისი-ბოლონია-თბილისი – ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.

Please reload

Please reload