„რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე. საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
„პრემიერ-მინისტრის დავალებით, „რაინეართან“ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რეისები შესრულდეს როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის საერთაშორისო მიმართულებებზე“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.