top of page

გაართულებს თუ არა აშშ-ს ვიზის მიღებას სააპლიკაციო ფორმაში შესული ცვლილებები?!


აშშ-ს სავიზო აპლიკაციაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, აპლიკანტს შეუძლია მიუთითოს ყველა იმ სოციალური ქსელის მონაცემი, რომელსაც იყენებს ბოლო 5 წლის განმავლობაში. სოციალური ქსელების შესახებ ინფორმაციის მითითება ნებაყოფლობითია - თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია არc ჩაწეროთ. ასევე აპლიკანტს შეუძლია მიუთითოს მისთვის სასურველი რომელიმე კონკრეტული სოციალური ქსელის ანგარიში.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და, ეს ცვლილება სავიზო პროცედურების გართულებას გამოიწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება. აშშ-ს ვიზის მიღების მსურველები სააპლიკაციო ფორმის შევსებისას ისედაც უთითებენ ყველა სავალდებულო და მნიშნელოვან ინფორმაციას რაც საკონსულოს სჭირდება პიროვნების იდენტიფიცირებისათვის.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ, იმ სოციალური ქსელების ჩამონათვალი, რომლის მითითებაც შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმაში: Facebook Instagram Twitter YouTube Flickr Google+ Linkedin Myspace Pinterest Tumbler

Please reload

bottom of page