ტრამპი - აშშ პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მომდევნო 90 დღეში მიიღებენ.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ პოლონეთში 1000-დან 2000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში გერმანიიდან ჩავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე არ გამორიცხავს, რომ სექტემბერში პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს.