top of page

ქუთაისში მგზავრებს ევროკავშირის მესაზღვრეები ამოწმებენ


ევროპელი მესაზღვრეები საქართველოს აეროპორტებში - მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზოდ ევროპის ქვეყნებში სურთ გამგზავრება, აეროპორტებში რეგისტრაციის გავლამდე ფრანგი, იტალიელი, ესპანელი, გერმანელი მესაზღვრეები ამოწმებენ.

მგზავრები ევროპელი მესაზღვრეების კითხვებს პასუხობდნენ. სთხოვენ იმ დოკუმენტების ჩვენებას რასაც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ისედაც ითვალისწინებდა.

ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლების საქართველოს აეროპორტებში ჩამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობამ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის შემდეგ, პარტნიორებთან ერთად მიიღო.

Please reload

bottom of page