გაცვლითი პროგრამები ამერიკის შეერთებულ შტატებში

მოგესლამებით! დრო გადის, ქვეყნები ვითარდებიან და კულტურათა გაცვლა ახლა უკვე უბრალო მოვლენაა. საერთაშორისო მოვლენებს არც საქართველო ჩამორჩენილა და უკვე დიდი ხანია რაც საზღვარგარეთ სწავლა მხოლოდ ფულით აღარ მიიღწევა, მთავარ როლს აქ მონდომება თამაშობს. როდესაც განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემებზე ვლაპარაკობთ, ალბათ ერთ-ერთი პირველი ამერიკის შეერთებული შტატები გვახსენდება. ამ გიგანტურმა სახელმწიფომ შეძლო პროფესიული სწავლების უმაღლეს დონეზე აწევა და შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე სისტემის მორგება. დღეს, 21-ე საუკუნეში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ სცადონ, შეითვისონ და გააგრძელონ სწავლა უცხოეთში, როგორც ფასიანი ასევე უფასო პროგრამებით. ზოგიერთ პროგრამაში ჩართვისას, ვიზის მისაღებათ აპლიკანტებს უწევთ J1 და F1 ვიზის პროცედურების გავლა, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესია. ვიზაჯორჯია გთავაზობთ დახმარებას, რაც გულისხმობს პროცესების სრულად მართვას. ახლა კი მოდით დავიწყოთ:
▶ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)
საბაკალავრო პროგრამების გარდა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდებს (14-16 წელი), აძლევს შანსს გაატარონ ერთი აკადემიური წელიწადი აშშ-ში, სრულიად უფასოდ. ამერიკული საბჭოების ეს პროგრამა 23 წელიწადია წარმატებით ფუნქციონირებს და დღესაც აგრძელებს რჩეული მოსწავლეების ძიებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
აპლიკანტების შერჩევა ხდება ყოველი წლის შემოდგომით.
მთავრი კრიტერიუმები:
◉ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეობა.
◉ კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრება
◉ ამერიკის ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება
◉ ინგლისური ენის ფლობა
▶ ბენ ფრანკლინის სახელობის საზაფხულო პროგრამა (BFTFSI)
კიდევ ერთი შანსი სკოლის მოსწავლეებს. ახალგაზრდებს 16-დან 18 წლამდე შესაძლებლობა აქვთ ერთი თვით გაემგზავრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამა ბანაკის ტიპისაა და ფოკუსირებას ახდენს გლობალურ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს ევროპისა და ამერიკის ახალგაზრდობას ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს. შერჩეული მოზარდები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, ვორქშოპებში კულტურულ ღონისძიებებსა და სასწავლო ტურებში.
აპლიკანტების შერჩევა ხდება ყოველი წლის ზამთარში, იანვრის თვეში.
მთავარი კრიტერიუმები:
◉ ინგლისური ენის ფლობა
◉ 16-დან 18 წლამდე ასაკი
◉ ლიდერული უნარჩვევები
◉ მაღალი აკადემიური მოსწრება
▶ გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (UGRAD)
ძალიან საინტერესო პროგრამა ქართველი სტუდენტებისთვის. პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატის სტუდენტების აშშ-ის უნივერსიტეტებში 1-2 სემესტრით სწავლის სრულ დაფინანსებას. აღნიშნული სტუდენტური პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. პირველი კურსის სტუდენტები არჩევის შემთხვევაში ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში, ხოლო მეორე-მესამე კურსის სტუდენტებს მოუწევთ ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებელში განთავსება.
აპლიკანტების შერჩევა ხდება ყოველი წლის დასასრულს, შესაბამისად აპლიკაციების გადაგზავნა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 31 დეკემბერისა.
მთავარი მოთხოვნები:
◉ კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
◉ კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.
◉ კანდიდატის სტატუსი უნდა იყოს სტუდენტი და წასვლის პერიოდში დამთავრებული უნდა ქონდეს პირველი სემესტრი.
◉ TOEFL - მინიმუმ 61 IBT.
▶ EC English Language Centres
ამ პროგრამით თქვენ შეძლებთ 2 კვირით (სურვილის შემთხვევაში მეტითაც) გაიუმჯობესოთ ინგლისური ენა და აიმაღლოთ ცოდნა ამერიკული კულტურის შესახებ. სტუდენტები 140 ქვეყნიდან, სასწავლებლის არჩევის საშუალება და ოფიციალური სერთიფიკატი.
ფასი: 1400-1600$ (დამოკიდებულია საცხოვრებელ ქალაქზე)
ასაკი: 16+
ფასი მოიცავს:
◉ 20 გაკვეთილი კვირაში
◉ კურსისთვის საჭირო წიგნები
◉ ცხოვრება სტუდენტურ საცხოვრებელში, საუზმით
◉ Orange Carpet Experience
◉ Oxford Placement Test
◉ სერტიფიკატი
◉ ექსკურსიები, კულტურული პროგრამა
◉ ინტერნეტი
▶ Monroe College
კოლეჯი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე სასერთიფიკატო კურსებს. სწავლა ხდება თეორიულ და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. გაიცანით სტუდენტები 75 სხვადასხვა ქვეყნიდან.
სასწავლებლის შესახებ:
◉ Top 100 Universities conferring master’s degrees - 62 ადგილი
◉ ‘Most Affordable Private College in New York State’ by U.S. News and World Report
◉ 14,000 სტუდენტმა დაამთავრა კოლეჯი ბოლო 5 წლის განმავლობაში
საბაკალავრო პროგრამები:
ხანგრძლივობა: 4 წელი
ფასი: 6,600$ სემესტრში
სამაგისტრო პროგრამები:
ხანგრძლივობა: 1-2 წელი
ფასი: 6,900$ სემესტრში
▶ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა
სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ს უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას, ნებისმიერ დისციპლინაში. პროგრამას აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო, ხოლო თანადამფინანებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქაღტველოს ბანკი. კანდიდატების შერჩევა ხდება აშშ-ს საელჩოს მიერ საქართველოში.პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატის სტუდენტების აშშ-ის უნივერსიტეტებში 1-2 სემესტრით სწავლის სრულ დაფინანსებას
აპლიკანტების შერჩევა ხდება ყოველი წლის ზაფხულში, ივლისის დასაწყისში.
მთავარი მოთხოვნები:
◉ კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
◉ კანდიდატს დამთავრებული ჰქონდეს უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრის ხარისხით).
◉ კანდიდატი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
◉ კანდიდატმა უნდა ჩაიტაროს სრული სამედიცინო გამოკვლევები.
◉ კანდიდატი არ უნდა იყოს 30 წელზე უფროსი ასაკის.
◉ კანდიდატი არ უნდა ირიცხებოდეს აშშ-ის არცერთ უმაღლეს სასწავლებელში.
◉ არ დაიშვებიან აშშ-ის მოქალაქეები ან პირები, რომლებსაც აქვთ აშშ-ში ცხოვრების უფლება.
◉ TOEFL - მინიმუმ 80 IBT, რეკომენდებულია 100 IBT (სამართლის მიმართულებით მოითხოვება მინიმუმ 100 IBT).
◉ GRE - მოითხოვება ყველა მიმართულებით, გარდა სამართლისა.
იმედი გვაქვს სტატია დაგეხმარათ სასურველი პროგრამის შერჩევაში.
პ.ს სხვა გაცვლითი პროგრამების სანახავად ეწვიეთ ბმულს :)