უცნაური ფაქტები ქვეყნების შესახებ (ნაწ. 1)

დედამიწა ერთი შეხედვით უცნაური ადგილია, თუმცა ადამიანები მას უფრო მეტად უცნაურს ვხდით... ქვეყნები ერთმანეთისგან კულტურით, ისტორიით, რელიგიით, კანონებით, ღირებულებებით და სხვა უმრავი რამით განსხვავდებიან, თუმცა ხანდახან ეს განსხვავებები იმდენად უცნაურია, რომ უმცირეს ფაქტსაც კი აღტაცებაში მოვყავართ. გადაავლეთ თვალი ჩვენს მიერ მომზადებულ 20 ფაქტს და თვითონვე დარწმუნდებით:
1) ალბანეთში ხალხი თანხმობის ნიშნად თავს ჰორიზონტალურად აქნევს, ხოლო უარყოფისას ვერტიკალურად.
2) ბანგლადეშში, გამოცდის დროს თაღლიღბა პატიმრობით ისჯება.

3) საფრანგეთში ისეთ უცნაურ კანონსაც შეხვდებით, რომლის მიხედვითაც ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა დასჯადია. კიდევ კარგი ჯორჯ ორუელი ფრანგი არ იყო.
4) სამოაში დღემდე არსებობს მეტად უცნაური ტრადიცია სახელად ‘fa’afafine’. ტრადიციის თანახმად თუ ოჯახს 5-ზე მეტი ვაჟი შეეძინება, შემდეგ შვილს ქალიშვილად ზრდიან, მიუხედავად სქესისა.
5) სუდანში, მეუღლის დაღუპვის შემთხვევაში, ადგილს მისი დედმამიშვილი იკავებს. მათი შვილები კი გარდააცვლილის შვილების სტატუსს ატარებენ.
6) გვატემალური ლეგენდის მიხედვით, თუ დაბადებისას ბავშვი არ ტირის, იგი მებრძოლი გაიზრდება.
7) ჰაიტი ერთადერთი ქვეყანაა სადაც "ვუდუ" რელიგიად აღიქმება.
8) გუგლის ნავიგაციის მიხედვით, თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთით ივლით, მონაკოს გადავლას სულ რაღაც 52 წუთში შეძლებთ.
9) ტონგაში და ძმის ერთ ოთახში მარტო დარჩენა ინცესტად აღიქმება,ხოლო კვირაობით ბანაობა აკრძალალულია.
10) დინოზავრების ნაკვალების უმეტესი ნაწილი ჯუჯა სახელმწიფო ლესოტოშია ნაპოვნი.

11) ჩვენს ქვეყანაში ზღვის გოჭს შეიძლება შინაურ ცხოველად შეხვდეთ, ხოლო ბოლივიაში მათ ნაციოლაურ მენიუდ.
12) მავრიკს ოფიციალური ენა არ აქვს.
13) ნაურუ მსოფლიოში მესამე ყველაზე პატარა ქვეყანაა (21კმ²) და დედაქალაქი არ აქვს.
14) ბუტანში ყველა მოქალაქეს ახალ წელს ემატება ასაკი და არა მათ დაბადების დღეზე.
15) მთელს მსოფლიოში ბაყაყის ფეხების ოფიციალურ ექსპორტს ინდონეზია ახორციელებს.
16) რუმინეთში ყველაზე ფერადი საფლავის ქვები აქვთ.

17) გახსოვთ ბუშს რომ ფეხსაცმელი ესროლეს? ახლა ისიც გეცოდინებათ, რომ ერაყში ამ კაცის
საპატივსაცემო ძეგლიც დგას.
18) აფრიკელების 50%-ზე მეტი 25 წლის ან უმცროსია.
19) მსოფლიოს სუფთა წყლის 90% ანტარქტიდაშია.
20) ჩინეთში 35 მილიონი ადამიანი დღესაც გამოქვაბულში ცხოვრობს.