როგორ დავგეგმოთ ბიუჯეტური მოგზაურობა


საოცნებო ადგილების მონახულებისთვის სულაც არ გჭირდებათ ლატარიაში გამარჯვება. ჩვენ მოგიმზადეთ რჩევები, რომლებიც ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

1. დაიწყეთ დაგეგმვა 2-3 თვით ადრე

Მართალია, სპონტანური მოგზაურობა უფრო ამაღელვებელი და სახალისოა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ. თუმცა, მცირეოდენი დაგეგმვითა და მოხერხებით შესაძლებელია მსგავსი არდადეგები გაცილებით იაფად მოიწყოთ.


2. დაგეგმეთ მოგზაურობა ნაკლებად დატვირთულ დროს


Ყველა ადგილს განსხვავებული ტურისტული სეზონი აქვს. ამიტომ უმჯობესია წინასწარ გაერკვეთ, რა დროს იქნება უფრო მოსახერხებელი მოგზაურობა. Ამით ხარჯებიც დაგეზოგებათ და თავს აარიდებთ ტურისტებით დატვირთულ ქუჩებს.


3. დარჩით ჰოსტელებში

Სასტუმროებში დარჩენის თავიდან აცილების უამრავი გზა არსებობს, მათ შორის airbnb, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ოთახი ან ბინა დაჯავშნოთ. Შედარებით უფრო ხელსაყრელია ჰოსტელები. Ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ couchsurfing, რომლის საშუალებითაც სრულიად უფასოდ დარჩებით უცნობ ადამიანთან 1-2 ღამით. ოთახის გაზიარებას იმაზე მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე უმრავლესობას წარმოუდგენია. Უამრავი ჰოსტელი უფასო საუზმესაც გთავაზობთ. Ამასთან ერთად არასდროს გაუშვათ ხელიდან ახალი მეგობრების შეძენის შანსი, რაც მოგზაურობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.


4. იმგზავრეთ მსუბუქად

საჭიროა, იპოვოთ ძალა და დაარწმუნოთ თავი, რომ არ გჭირდებათ უამრავი უსარგებლო ნივთი და სამოსი მოგზაურობის დროს. პატარა ჩანთები შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს და ამას გარდა მრავალი დაბალბიუჯეტიანი ავიახაზის (Wizzair, Ryanair) დამატებით მოსაკრებელს აარიდებთ თავს.


5. იყავით მოქნილი


Ეს ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი მოგზაურობის დაგეგმვისთვის. თუ ფრენების, ავტობუსების, სასტუმრო ჯავშნების ან ზოგადად თქვენი გეგმების შეცვლა მარტივად შეგიძლიათ და არ ხართ შეზღუდული დროში, მაშინ მოერგეთ მოხერხებულ შეთავაზებებს და თქვენს სასარგებლოდ გადააწყეთ გეზი. Ყურადღება გაამახვილეთ ფრენებზე კვირის დღეებში. უმეტესად სამშაბათობით ბილეთები ყველაზე იაფია. Გამოიყენეთ skyscanner რომელიც გიჩვენებთ ყველა შესაძლო ვარიანტს. თუმცა ის ხშირად ვერ გთავაზობთ დაბალბიუჯეტიან ავიახაზებს, ამიტომ უმჯობესია გადაამოწმოთ google flights-ით, სადაც სურვილისამებრ აარჩევთ საოცნებო მიმართულებას და ხელსაყრელ დროს. რიგ შემთხვევაში ტურისტულმა სააგენტომ შესაძლოა უკეთესი ფასები შემოგთავაზოთ. კონსულტაციები ვიზაჯორჯიას გამოცდილ თანამშრომლებთან ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.


6. Წაიღეთ საკვები


Გაითვალისწინეთ აეროპორტებისა და თვითმფრინავების ფასები. Მცირეოდენი საკვების წაღებით მოახერხებთ დაზოგოთ ფული და დახარჯოთ ის დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას.


7. გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი


თავი აარიდეთ ტაქსებს. პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ტაქსი შეიძლება ფრენაზე ბევრად მეტი დაგიჯდეთ. Ქალაქში გადაადგილებისთვის Შეგიძლიათ ველოსიპედის ქირაობაც, რაც დათვალიერებას უფრო სახალისოს და მოსახერხებელს გახდის.


8. Შეიძინეთ მუზეუმების ბილეთები ონლაინ



Ეს რჩევა განსაკუთრებით გამოგადგებათ იტალიაში მოგზაურობისას. Ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იანგარიშოთ ადგილები რომელთა ნახვაც აუცილებლად მოგიწევთ. Მუზეუმების ან city-pass-ის Ონლაინ ყიდვის შემთხვევაში აღარ მოგიწევთ საათობით რიგში დგომა.


9. Ამოწმეთ სხვადასხვა აეროპორტები


Ხშირად უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაცილებით ძვირია. Არ არის აუცილებელი სახლში იმავე ადგილიდან დაბრუნდეთ სადაც პირველად ჩახვედით. Ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის ევროპაში Flixbus-ის აპლიკაცია გამოგადგებათ. Flixbus-ის ავტობუსები 2000-მდე ქალაქს გაივლის და მათი საშუალებით ყველგან შეძლებთ მარტივად ჩასვლას. Შესაძლებელია გამოიყენოთ მატარებლებიც, თუმცა ავტობუსებთან შედარებით ძვირი დაგიჯდებათ და მოგიწევთ გარკვევა ინდივიდუალური ქვეყნის სერვისებში. Უყურადღებოდ არ დატოვოთ Rynair-ის ფრენები, რომლებიც ხანდახან ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ავტობუსის ან მატარებლის ალტერნატიული შეთავაზებები.


10. Მაგალითი - მოვინახულოთ ევროპის 5 ულამაზესი ქალაქი 2 კვირაში

თუ ჩვენს ყველა რჩევას შევაჯამებთ და დაგეგმვას ახლავე დაიწყებთ, შეგიძლიათ wizzair-ის ავიახაზებით 18 ნოემბერს გაფრინდეთ მილანში და დაბრუნდეთ ქუთაისში 1ლ დეკემბერს ბრიუსელიდან სულ 170 ლარად.


Მოგზაურობის დროს შეგიძლიათ flixbus-ის საშუალებით მოინახულოთ ციურიხი-სტრასბურგი-პარიზი. Პარიზიდან კი ისევ flixbus-ით შეძლებთ წასვლას ბრიუსელში, დააგემოვნებთ ბელგიურ ვაფლებს და გამოფრინდებით სამშობლოში. Ავტობუსის ბილეთების ფასები ხშირად იცვლება, თუმცა ოპტიმალური რეისების შერჩევის შედეგად ეს 4 მგზავრობა საშუალოდ 50 ევრო დაგიჯდებათ. Თუ იმგზავრებთ ღამის განმავლობაში თანხას დაზოგავთ ბინაზეც. Თუ ფიქრობთ, რომ ერთი მოგზაურობის ფარგლებში 4 ქვეყანა მეტისმეტია, შეგიძლიათ პარიზიდან გამოფრინდეთ 30 ნოემბერს 150 ლარად და ბელგიური ვაფლები შემდეგი მოგზაურობისთვის შემოინახოთ. Ნოემბერში მოგზაურობისას არც სიცხე შეგაწუხებთ და არც მომრავლებული ტურისტები. Ჩვენი ტურისტული სააგენტო ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და თქვენი სურვილების გათვალისწინებით დაგიგეგმოთ ყველაზე მოსახერხებელი და ბიუჯეტზე მორგებული მოგზაურობები.


Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია