top of page

ბრიტანეთის ვიზის უარყოფის ძირითადი მიზეზები



ალბათ გსმენიათ დიდი ბრიტანეთის სავიზო განაცხადის სირთულის შესახებ. მათი სავიზო და საიმიგრაციო ოფისი ყოველწლიურად განიხილავს ათასობით აპლიკაციას, რომლებიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს.


თუ სავიზო განაცხადი არ დაგიდასტურდათ, ეს ინფორმაცია რჩება თქვენს მონაცემებში. რა თქმა უნდა, აპლიკანტი არის პასუხისმგებელი აპლიკაციის შევსებასა და მოთხოვნილი დოკუმენტების პირნათლად წარდგენაზე, თუმცა თქვენ არ ხართ მარტო. ჩვენი გამოცდილი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ და კონსულტაცია გაგიწიოთ სავიზო პროცესში. ამ პოსტში ჩვენ გაგაცნობთ ძირითად მიზეზებს, რის გამოც შესაძლოა ვიზაზე განაცხადი არ დაგიკმაყოფილდეთ.


1. ხანგრძლივი ვიზიტი


  • იყავით რეალისტი. დიდი ბრიტანეთი პატარაა და თქვენ რამდენიმე დღე გჭირდებათ მის დასათვალიერებლად. გრძელვადიანი განაცხადი საეჭვოდ გამოიყურება. იმიგრაციის ოფისის აზრით შესაძლოა თქვენ სამსახურის მოსაძებნად ჩადიხართ და არა მოგზაურობისთვის.

  • აქვე გაითვალისწინეთ დიდი ბრიტანეთში მოგზაურობის სიძვირე, თქვენი ფინანსები უნდა შეესაბამებოდეს ვიზიტის ხანგრძლივობას.

  • 7-10 დღიანი ვიზიტები ყველაზე მისაღებია. თუ მხოლოდ ლონდონს სტუმრობთ, კვირაზე ნაკლები იქნება უმჯობესი.


2. გაურკვეველი ვიზიტი


  • მაქსიმალურად დეტალურად აღწერეთ თქვენი მარშრუტი წერილში. თქვენი გეგმები უნდა შეიცავდეს თარიღებს, ქალაქებსა და აქტივობებს.


3. ცნობა დამსაქმებლისგან


  • წარადგინეთ თანხმობის წერილი თქვენი დამსაქმებლისგან. ის აჩვენებს, რომ თქვენ გაქვთ კავშირები სამშობლოში და ვალდებულება რომ დაბრუნდეთ მოგზაურობის შემდეგ. წერილი უნდა მოიცავდეს ცნობას, რომ ვიზიტის შემდგომ დაუბრუნდებით თქვენს სამუშაოს. ცნობა უნდა იყოს ოფიციალური წერილი მენეჯერის ან HR-ის მიერ განკუთვნილი დიდი ბრიტანეთში მოგზაურობისთვის.


4. დანაზოგის არ არსებობა ბანკში


  • ბრიტანეთის ვიზის უარყოფის მიზეზი ხშირად საბანკო მონაცემებია. თქვენი სამსახურის ცნობის გარდა უნდა შეგეძლოთ ანაზღაურების დადასტურება ფინანსური მონაცემებით. დარწმუნდით, რომ თქვენი დამსაქმებელი ხელფასს ბანკის ანგარიშზე რეგულარულად გირიცხავთ. ეს აჩვენებს, რომ თქვენ ნამდვილად ხართ დასაქმებული და სტაბილური შემოსავალი გაქვთ. გამომდინარე აქედან, თქვენ გულწრფელად შეაგროვეთ თქვენი თანხა სამოგზაუროდ და არ იყენებთ სესხს.


5. დიდი საეჭვო დეპოზიტები თქვენი ბანკის ანგარიშზე


  • დიდი თანხა თქვენს ანგარიშზე მიუთითებს, რომ იგი ისესხეთ. სავიზო ოფისები ვერ დარწმუნდება რომ ეს თანხა გეკუთვნით და შეგიძლიათ მისი გამოყენება. დარწმუნდით, რომ თქვენს ანგარიშზე არ არის დიდი გადარიცხვები. ქონების გაყიდვის, ქირის ან სხვა შემთხვევაში აუცილებლად წარადგინეთ ცნობა გადმორცხვის მიზეზის შესახებ.

  • თუ სავიზო განაცხადს კომპანიის დამფუძნებელი ავსებს, საკუთარი კომპანიის ფინანსური ბრუნვის წარდგენა აუცილებელია.


6. სამოგზაურო გამოცდილების ნაკლებობა


  • მოგზაურობის ისტორია გიჩვენებთ, რომ არ აპირებთ არალეგალურ იმიგრაციას. რაც უფრო მეტი ბეჭედი და ვიზა გაქვთ პასპორტში, მით უფრო სანდოა თქვენი აპლიკაცია.


7. სპონსორის არასრული დოკუმენტაცია


თუ დიდი ბრიტანეთიდან მომწვევი სპონსორი გყავთ, მაშინ აუცილებლად უნდა წარადგინოთ ყველა მოთხოვნილი საბუთი.

  • წერილი სპონსორისგან, რომ ის უზრუნველყოფს ბინას, ტრანსპორტს და თქვენს ხარჯებს დიდ ბრიტანეთში ყოფნის დროს.

  • თქვენი სპონსორის ბანკის ამონაწერი უკანასკნელი 3 თვის მანძილზე.

  • სპონსორის პასპორტის მთავარი გვერდი და სხვა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ წერილს იურიდიული ძალა არ გააჩნია.


8. შეუცვლელი აპლიკაცია პირველი უარის შემდეგ


  • თუ თქვენი მდგომარეობა არ შეცვლილა, სავარაუდოდ მეორედაც უარი მოგივათ ვიზაზე. უმჯობესია დიდი ბრიტანეთის ვიზაზე განაცხადი ხელმეორედ მაშინ გააკეთოთ, როდესაც თქვენს მონაცემებში იქნება რაიმე სახის ცვლილება.


დღეს დიდი ბრიტანეთის ვიზიტორების ვიზის უარყოფის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. დაიწყეთ სავიზო აპლიკაციის შევსება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა პირობას აკმაყოფილებთ. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ! გისურვებთ წარმატებებს!





Please reload

bottom of page