უცნაური ფაქტები ქვეყნების შესახებ (ნაწ. 2)
ყოველდღიური რუტინით დაკავებულებს ხშირად გვავიწყდება როგორი მრავალფეროვანი და გასაოცარია მსოფლიო. დღეს ჩვენ მოგიმზადათ უცნაური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტების მეორე ნაწილი.
1. ნაურუს მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანი მოსახლეობა ჰყავს (95%) რომელთა 40% დიაბეტითაა დაავადებული. საკვირველია, თუმცა ნაურუში მაკდონალდსი არ არსებობს. ეს "სიმსუქნის ეპიდემია" შესაძლოა აიხნსას დასავლური სამყაროდან იმპორტირებული საკვებით.
2. თუ ვალები არ გაქვთ და ანგარიშზე 10$-ზე მეტი მოგეპოვებათ, მაშინ აშშ-ს მოსახლეობის 25%-ზე მდიდარი ყოფილხართ.

3. შვეიცარია მოიხმარს ყველაზე მეტ შოკოლადს მსოფლიოში. თითოეული ადამიანი დაახლოებით 10 კგ შოკოლადს მიირთმევს წელიწადში.
4. ვენესუელაში არსებობს სანაყინე, რომელიც 860 განსხვავებულ არომატს სთავაზობს მომხმარებელს. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ პომიდვრის, წიწაკის და სოკოს ნაყინი.


5. პაპუა-ახალი გვინეა ლინგვისტურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა გახლავთ. აქ 851 ინდივიდუალური ენა არსებობს, რომელთაგანაც 839 მოქმედია.
6. დღეისათვის ცნობილი ერთ-ერთი უიშვიათესი შხამიანი ფრინველი პაპუა-ახალ გვიანეაშია გავრცელებული.
7. სუდანიში პირამიდების რიცხვიც 200-ს აღემატება, რითაც ეგვიპტეს აჭარბებს.

8. კოსტა-რიკაში ქუჩებს ხშირად არც სახელი აქვს და არც - ნომერი. ან შესაძლოა ჰქონდეს, მაგრამ ისინი არ არის მონიშნული. თუ გსურთ, რომ წერილი გააგზავნოთ სავარაუდოდ ადგილის აღწერა, მიმდებარე ტერიტორიებისა და დაწესებულების დახასიათება მოგიწევთ.
9. ანტარქტიდაზე 7 ქრისტიანული ტაძარი არსებობს.
10. ანტარქტიდაზე შეხვდებით თევზს, რომელსაც ჰემოგლობინი არ აქვს ორგანიზმში ჟანგბადის გადასატანად.
11. ესპანეთში ყოველწლიურად იმართება ფესტივალი, რომლის დროსაც მონაწილეები პომიდვრებს ესვრიან ერთმანეთს.

12. მსოფლიოს ბრილიანტების მარაგის ნახევარი ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება.
13. შვედეთში ყველაზე მეტი მაკდონალდსი მოდის თითოეულ მოსახლეზე.
14. ჩინეთში უფრო მეტი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეა ვიდრე აშშ-ში.
15. ავსტრალია არის ერთადერთი კონტინენტი, სადაც არ გვხვდება აქტიური ვულკანები.
16. რუანდას პროპორციულად ყველაზე მეტი მანდილოსანი ჰყავს პარლამენტში (49/ 80).
17. კანადაში არის ყველაზე გრძელი ქუჩა, რომელიც გადაჭიმულია 56 კმ-ზე.

18. გრელანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვერ შეუერთდა ფიფას, რადგან მთელი წლის განმავლობაში თოვლით დაფარულ ტერიტორიაზე ერთი ბალახით დაფარული სტადიონიც არ შეგხვდებათ.
19. სურინამის 94.6% ტყით არის დაფარული. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სანაპიროს მახლობლად ან დედაქალაქში ცხოვრობს.

20. თურქმენეთში 50 წელია იწვის კრატერი სახელად "ჯოჯოხეთის კარიბჭე". 1971 წელს საბჭოთა მეცნიერები თხრიდნენ მიწას ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად, რასაც მიწის ჩამონგრევა მოჰყვა. მჟონავი მომწამლავი აირისგან თავის დასაცავად კრატერს ცეცხლი წაუკიდეს.