5 ქვეყანა საუკეთესო განათლების სისტემით

1 Oct 2019

სულ რაღაც რამდენიმე ათწლეულში მსოფლიოს დღევანდელი ახალგაზრდები ჩაუდგებიან სათავეში და განკარგავენ ქვეყნების მომავალს. მათ გადაწყვეტილებებს კი განსაზღვრავს განათლების სისტემა და გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში შეიძინეს. 

 

დღეს გვინდა მოგიყვეთ იმ ქვეყნებზე, რომელთა განათლების სისტემა საუკეთესოდაა შეფასებული. QS რეიტინგი, სამეცნიერო კვლევის ხარისხი, ნობელის პრემიის ლაურეატების რაოდენობა მიეკუთვნება იმ ძირითად ფაქტორებს, რომლითაც სასწავლო სისტემა ფასდება მსოფლიოს მასშტაბით.

 

1. აშშ


ამერიკული უნივერსიტეტების უმთავრეს ღირებულებას კვლევაზე და ინოვაციებზე ორიენტირებული სწავლების სისტემა წარმოადგენს. აქ სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული განხილვასა და იდეების განვითარებაში. აშშ მილიონზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს მასპინძლობს საუკეთესო უნივერსიტეტებით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის გაგრძელება აშშ-ში ურთულეს პროცედურებთან არის დაკავშირებული. აპლიკაციის პროცესი შრომატევადი და კონკურენტულია. თუმცა არსებობენ უნივერსიტეტები, რომელებიც საერთაშორისო სტუდენტების მიღების მაჩვენებლით 100%-ს უახლოევდებიან. კოლორადოს, ტეხასისა, მემფისის და სხვა რეიტინგული უნივერსიტეტებში თქვენი ჩარიცხვის შანსებს შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

 

მომხიბვლელი უნივერსიტეტები და სასწავლო სისტემა უმეტესად დიდ ხარჯებთან ასოცირდება. 

  • GRE + TOEFL~$410

  • აპლიკაციის საფასური $0 - $150

  • სწავლის საფასური წელიწადში $5000 to $50000 მერყეობს (შესაძლოა უფრო მეტიც იყოს MBA/სამედიცინო/სამართლის პროგრამებისთვის).

  • ჯანმრთელობის დაზღვევა სემესტრში 500$ 

  • წიგნები $1000 

  • მგზავრობა $300-$1400

  • ყოველდღიური ხარჯები $500-1000 თვეში.

  • ტელეფონი ოპერატორები ~$30 თვეში

  • ყოველდღიური ტრანსპორტი 50-$150 თვეში.


აშშ არ გასცემს სესხებს საერთაშორისო სტუდენტებზე. თუ სწავლის გაგრძელება გსურთ აშშ-ში, დაფინანსების ალტერნატიული წყაროები უნდა მოძებნოთ:

  • საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს სწავლის საზღვარგარეთ გასაგძელებლად.

  • დაუკავშირდეთ თქვენივე შერჩეული