რა დამატებით ინფორმაციას ითხოვს აშშ-ის საკონსულო ვიზაზე განაცხადის გაკეთებისას

2019 წლის 15 ოქტომბრიდან ამერიკის ვიზის სააპლიკაციო(DS160) ფორმაში ცვლილებები განხორციელდა.
განახლებულ სააპლიკაციო ფორმაში დაემატა შეკითხვა, ყოფილა თუ არა აპლიკანტი დეპორტირებული რომელიმე ქვეყნიდან. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა სავალდებულოა. ასევე, აპლიკაციაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ყველა იმ ელფოსტისა და ტელეფონის ნომრის შესახებ, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე განმცხადებელი იყენებდა. სააპლიკაციო ფორმაში, ახლა უკვე შეგიძლიათ მიუთითოთ იმ საიტების ლინკები, გარდა სოციალური ქსელისა, სადაც არის განთავსებული ინფორმაცია თქვენ შესახებ.
ჯერჯერობით, არ არის ცნობილი სამომავლოდ განხორციელდება თუ არა კიდევ რაიმე სახის ცვლილება სავიზო აპლიკაციაში.