top of page

როგორ მოვიპოვოთ პოლონეთში სამუშაოდ წასვლის უფლება


ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პოლონეთში კარიერის გაგრძელების მსურველთა რიცხვი. უმეტესად ამის მიზეზს წარმოადგენს დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, მზარდი საშუალო ანაზღაურება და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯები. მიუხედავად ამისა, სამუშაო უფლების მოპოვება არა-ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უმეტესად რთულ პროცედურებს უკავშირდება. პოლონეთში ლეგალურად მუშაობისა და ცხოვრების უფლების მოპოვების რამდენიმე გზა არსებობს. ამ ბლოგპოსტში თქვენ გაეცნობით რჩევებს და მეთოდებს, თუ როგორ მოიპოვოთ პოლონეთში სამუშაოდ წასვლის უფლება.

მუშაობის უფლება პოლონეთში

პოლონეთში მუშაობის ნებართვა არ ესაჭიროებათ მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეებს (+ ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია და შვეიცარია). საქართველოს მოქალააქებს უწევთ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა თუ კარიერის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავენ.

საქართველოს და კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებს (ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა) შეუძლიათ წელიწადში 12 თვიდან 6 თვე სამუშაოს ნებართვის გარეშე, სამუშაო ვიზის საფუძველზე იმუშაონ პოლონეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში.

პოლონეთში ლეგალურად სამუშაო ვიზის მოსაპოვებლად, თქვენ უნდა გქონდეთ მოწვევა, რომელიც გაიცემა თქვენი მომავალი დამსაქმებლის მოთხოვნის საფუძველზე.

სააპლიკაციო პროცესი

image: https://www.flydubai.com/en/destinations/europe/poland/

პოლონეთში დამსაქმებლის მოძიების რამდენიმე გზა არსებობს:

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლონეთის ნაციონალური დასაქმების სერვისი. ინფორმაცია მხოლოდ პოლონურ ენაზეა მოცემული, თუმცა შეგიძლიათ გადათარგმნოთ და იპოვოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსია(www.praca.gov.pl).

  • კერძო დასაქმების სერვისები შედარებით მეტ შანსს გთავაზობთ. ასეთი ტიპის სააგენტოები უმეტესად უფასოა დასაქმების მსურველთათვის. თქვენ მოგიწევთ თქვენი CV-სა და ფოტო-სურათის ატვირთვა(www.adecco.pl, www.randstad.pl, www.praca.pl, www.pracuj.pl, www.jobpilot.pl).

  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საიტი, რომლებიც ინფორმაციას უმეტესად პოლონურად გთავაზობენ. დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო დამსაქმებლებს და მიუთითეთ განაცხადში თქვენი კვალიფიკაციები(www.jobs4.pl, www.gazetapraca.pl, www.pracaikariera.pl, www.epuls.praca.gov.pl).

იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ პოლონეთში მუშაობის უფლება, თქვენმა მომავალმა დამსაქმებელმა უნდა შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც მითითებული იქნება კომპანიის სახელი და თქვენი პოზიცია ამ კომპანიაში. ეს პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი სამუშაო უფლება ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული კომპანიისა და პოზიციის ფარგლებში. თუ გადაწყვეტთ კომპანიის დატოვებას, თქვენ დაკარგავთ მუშაობის უფლებას და ახალ დამსაქმებელს ხელახლა მოუწევს იმავე პროცედურების გავლა.

არსებობს 6 სხვადასხვა ტიპის სამუშაო უფლება:

  • A-როდესაც პიროვნება დასაქმებულია პოლონურ კომპანიაში.

  • B-როდესაც პიროვნება ასრულებს მენეჯერის ფუნქციას ან მუშაობს როგორც პარტნიორი.

  • C-როდესაც პიროვნება დასაქმებულია არა-პოლონელი დამსაქმებლის მიერ, მაგრამ 30 დღეზე მეტი ხნით არის მივლინებული კომპანიის პოლონურ ფილიალში.

  • D-როდესაც პიროვნება დასაქმებულია არა-პოლონელი დამსაქმებლის მიერ, მაგრამ მივლინებულია პოლონეთში მდებარე აღმასრულებელ განყოფილებაში.

  • E-როდესაც პიროვნება დასაქმებულია არა-პოლონელი დამსაქმებლის მიერ, მაგრამ მივლინებულია პოლონეთში 3-6 თვის განმავლობაში.

  • S-სეზონური დასაქმების ტიპი.

სამუშაო უფლება გაიცემა ლოკალური სამთავრობო დაწესებულების მიერ და ვალიდურია მხოლოდ კონკრეტული ვადით, რომელიც დამსაქმებლის განაცხადშია მითითებული. სამუშაო უფლების ვალიდურობისთვის აუცილებლად საჭიროა თქვენი ხელმოწერა კონტრაქტზე.

თქვენი დამსაქმებელი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს წერილობითი კონტრაქტი.

  • უზრუნველყოს დასაქმების კონტრაქტის თარგმანი თქვენთვის გასაგებ ენაზე.

  • გადაამოწმოს თქვენი პოლონეთში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი/ვიზა.

  • ინფორმაცია მიაწოდოს სოციალურ სექტორსა და სადაზღვევო ინსტიტუტს კონტრაქტის ხელმოწერიდან 7 დღის განმავლობაში (რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა უპირატესობებს).

საფასური

სამუშაო უფლების მოსაპოვებლად თქვენი დამსაქმებელი ავსებს განაცხადს. შესაბამისად, თქვენ არ გესაჭიროებათ დამატებითი ხარჯების გაწევა. ამის მიუხედავად, თქვენ მოგიწევთ ვიზის საფასურის გადახდა თუ გარკვეულ პერიოდზე მეტი ხნით აპირებთ მუშაობას პოლონეთში.

image: https://www.travelzoo.com/uk/blog/7-things-you-didnt-know-about-poland/

სამუშაო მოწვევის მიღება

როდესაც დამსაქმებელი შეავსებს სააპლიკაციო ფორმას და მიიღებს დასტურს შესაბამისი ორგანოდან, ის თქვენ გამოგიგზავნით სამუშაო მოწვევას. ამის შემდეგ თქვენ საქართველოში მდებარე პოლონეთის საკონსულოში შეგაქვთ ვიზაზე განაცხადი. გაითვალისწინეთ, რომ განცხადის გაკეთებისას, აუცილებელია გქონდეთ მოწვევის ორიგინალი.

ვიზაჯორჯია უკვე გთავაზობთ მომსახურებას პოლონეთის ვიზაზე. მოწვევის მიღების შემდეგ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ საკონსულოში ჩაწერას და სავიზო განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

გისურვებთ წარმატებებს!

Please reload

bottom of page