top of page

ავიაკომპანია Wizz Air შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს


ავიაკომპანია Wizz Air ავრცელებს ინფორმაცისა , რომ ბაზელში ფრენები 18 ნოემბრიდან აღარ შესრულდება. ამ მიმართულებით ფრენა Wizz Air-მა 2019 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რეისის გაუქმების ძირითადი მიზეზი დაბალი აქტივობაა.

მგზავრები, რომლებმაც აღნიშნული მიმართულებით ბილეთები უკვე შეიძინეს, ცვლილების შესახებ ინფორმაციას ელფოსტით მიიღებენ.

Wizz Air-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები 18 ნოემბრის შემდეგ ფრენებზე აქვთ შეძენილი, თანხა უკან სრულად დაუბრუნდებათ, ან მგზავრის სურვილისამებრ შესაძლებელია სხვა მიმართულებაში გადაცვლა.

Please reload

bottom of page