top of page

3 ყველაზე ლამაზი და ხელმისაწვდომი ქალაქი საახალწო მოგზაურობისთვის

საშობაოდ გამოწყობილი ევროპული ქალაქები აუცილებლად უნდა მოინახულოთ 2020 წლის დადგომამდე. თუ მოგზაურობა გსურთ და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ საით გაეშუროთ, ჩვენ შეგვიძლია 3 ყველაზე ლამაზი და ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილი გირჩიოთ და დაგეხმაროთ ბიუჯეტზე მორგებული თავგადასავლების დაგეგმვაში.

ფრენები wizzair-ის ავიახაზებით სამივე ქალაქში ხელმისაწვდომია ქუთაისის აეროპორტიდან. ფასების მუდმივი ცვალებადობიდან გამომდინარე, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ოპტიმალური თარიღების შერჩევაში.

1. ბერლინი

photo: https://berlin.capribyfraser.com/en/attractions/berlin-in-december.html

შეუძლებელია საშობაო სია გერმანიის გარეშე დაგვეწყო! ბერლინის დედაქალაქი 80-მდე საშობაო ბაზარს გთავაზობთ ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით. მუზეუმებითა და ისტორიული მონუმენტებით დახუნძლული ქალაქი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ადგილს მიეკუთვნება. იაფი ალკოჰოლი, საკვებისა და სასტუმროების ხელმისაწვდომი ფასები მუდმივად იზიდავს არტისტებს, სტუდენტებსა და დაბალბიუჯეტიან მოგზაურებს.

სხვადასხვა ლოკაციებზე განლაგებულ საშობაო ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ უამრავი სახეობის გლუნტვეინი, იციგურავოთ, მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას და დააგემოვნოთ გერმანული საკვები.

თუ სუვენირების შეგროვება გიყვართ, მაშინ სამკაულის, სანთლებისა და სხვა მრავალი ორიგინალური ნივთის დიდ არჩევანს შეხვდებით.

photo: https://www.wowcher.co.uk/deals/travel/european-city-breaks/berlin

ბერლინი ჰოსტელების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ 15-30 EUR ფარგლებში. თუ არჩევანს ჰოსტელზე შეაჩერებთ და რესტორნებზე უარს იტყვით მაშინ 35-50 EUR საკმარისი იქნება სამოგზაურო ხარჯებისთვის. ბერლინში საშუალოდ ერთ კვირას საინტერესოდ გაატარებთ, თუმცა ჩვენ გირჩევთ მშვენიერი ქალაქის სულ მცირე 4 დღით მონახულებას.

2. ბრიუსელი

photo: https://www.europeanbestdestinations.com/christmas-markets/brussels/

თუ ვაფლები, კარტოფილი და მდნარი ყველი გიყვართ, მაშინ გეზი ბრიუსელისკენ უნდა აიღოთ! საციგურაო მოედნით, ეშმაკის ბორბლითა და საშობაო ბაზრობის სხვა მომხიბვლელი შემოთავაზებებით ბელგიის დედაქალაქიც გიმასპინძლებთ.

აქ შეძლებთ მოინახულოთ გრანდ-პალასი, სამეფო სასახლე, დატკბეთ დახვეწილი არქიტექტურით, დაათვალიეროთ რენე მაგრიტის მუზეუმი, ტრიუმფალური თაღი, მოიაროთ საუკეთესო რესტორნები და რაც ყველაზე მთავარია ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვიდეთ შოკოლადების მაღაზიებში.

photo: https://visit.brussels/en/lists/winter-in-brussels

სულ რაღაც 10 ევროდ შეძლებთ ბელგიის ყველაზე პოპულარულ ლუდქარხას ეწვიოთ. აქ ჯერ კიდევ იყენებენ მე-19 საუკუნის დანადგარებს. გაეცნობით სხვადასხვა ტექნიკას და ტურის ბოლოს დააგემოვნებთ კიდეც.

თუ ბრიუსელში კვირა დღეს აღმოჩნდებით, შეძლებთ მიდი მარკეტს ეზიაროთ. ის ევროპაში სიდიდით მესამე ადგილს იკავებს და საკვების ნაირსახეობით არის განთქმული.

უამრავ ღირსშესანიშნაობასთან ერთად ბრიუსელი ძალიან ახლოს მდებარეობს ევროპის სხვა ულამაზეს ქალაქებთან და ბელგიაში შვებულების გატარებისას შანსი გექნებათ ამსტერდამი ან სხვა ახლომდებარე უმშვენიერესი ქალაქებიც მოინახულოთ ერთი ვიზიტის ფარგლებში.

3. ბუდაპეშტი

თუ არჩევანს აღმოსავლეთ ევროპაზე შეაჩერებთ, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბუდაპეშტს. თვალისმომჭრელი აბანოებით სახელგანთქმული უნგრეთის დედაქალაქი ერთ-ერთ უიაფესი სამოგზაურო ალტერნატივაა, სადაც შეძლებთ სულ რაღაც 40 ევროდ დარჩეთ ცენტრალურ უბნებში, დააგემოვნოთ ქუჩის საკვები, იმგზავროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და საღამოს 1-2 ალკოჰოლურ სასმელსაც გამოჰკრათ ხელი.

photo: https://www.bizarreglobehopper.com/blog/2016/03/07/visiting-szechenyi-baths-budapest-winter/

ქალაქის გაცნობის არაჩვეულებრივი ხერხია უფასო მოსიარულე ტური, რომელსაც ყოველდღე შეგიძლიათ შეუერთდეთ ვოროსმარტის მოედნიდან დილის საათებში. სულ რაღაც 2-3 საათში მოივლით ისტორიული ადგილებს და გაეცნობით საინტერესო ფაქტებს ქალაქის შესახებ.

ცენტრალური მოედნები საშობაო ფესტივალის სახეს ნოემბრიდან იღებს და უნგრული და სხვა საკვების უამრავ სახეობას გთავაზობთ. თუ ლოკალური ადგილები უფრო გიზიდავთ და ტურისტებისთვის თავის არიდება გსურთ, მაშინ უბრალოდ "დაიკარგეთ" ბუდას ქუჩებში ან იქირავეთ ველოსიპედი, რომელიც ქალაქის უკეთ შესწავლაში დაგეხმარებათ.

photo: https://silver-line.hu/10-things-you-have-to-visit-at-christmas-in-budapest/

თუ ბუდაპეშტის დათვალიერებას მოასწრებთ და თავისუფალი დრო დაგრჩებათ, მაშინ შეგიძლიათ სულ რაღაც 3 საათში ავსტრიის დედაქალაქი მოინახულოთ. სხვა ევროპული ქალაქების მსგავსად აქედანაც მარტივად აღმოჩნდებით იქ სადაც "გული წაგიყვანთ." მთავარია გადაწყვიტოთ, რომ შობა-ახალი წლის გატარება ევროპაში გსურთ და დანარჩენი დეტალების დაგეგმვაში ჩვენ დაგეხმარებით!

Please reload

bottom of page