ლეგალური სტატუსის მოპოვება აშშ-ში

8 Dec 2019

აშშ-ს საიმიგრაციო სისტემა კომპლექსური და დამაბნეველია. საიმიგრაციო კანონები აშშ-ში რამდენიმე პრინციპის მიხედვით: ოჯახების გაერთიანების, გამორჩეული უნარ-ჩვევების მქონე იმიგრანტების მიღების, ლტოლვილთა თავდაცვისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის შეიქმნა. იმიგრანტის სტატუსის (lawful permanent resident - LRP) მოპოვების შემდეგ ინდივიდი ნებადართულია პერმანენტულად იცხოვროს აშშ-ში. გარკვეულ შემთხვევებში LRP სტატუსის მოპოვება უკვე აშშ-ში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ "სტატუსის შეცვლის" გზით. LRP სტატუსი საშუალებას მოგცემთ დასაქმდეთ ნებისმიერ ადგილას და შეძლებთ იმყოფებოდეთ აშშ-ში უმუშევრობის შემთხვევაშიც. დღეს გაეცნობით ინფორმაციას, თუ როგორ ხდება ლეგალური სტატუსის მოპოვება და ვიზის შეცვლა აშშ-ში ტურისტული ან სასწავლო ვიზით ჩასვლის შემდეგ.

 

B-1 ვიზა გაძლევთ საშუალებას ეწვიოთ ამერიკის შეეერთებულ შტატებს 1-6 თვემდე ვადით. როგორ მოვიქცეთ, თუ დარჩენა გვსურს B-1 ტურისტული ვიზის ვადის გასვლის შემდეგ? 

 

B-1 და B-2 ტურისტული ვიზის გახანგრძლივება

 

B-1 ვიზის გახანგრძლივების პერიოდი 6 თვემდე მერყეობს. B-1 სტატუსის ნებადართული სამოგზაურო პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს 1 წელიწადს. I-94 ფორმაზე მითითებული ვადაზე მეტი ხნით თუ გსურთ დარჩენა, მაშინ მოგიწევთ შეავსოთ I-539 ფორმა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენასთან ერთად USCIS-ში. ეს პროცესი შეცვლის ან გაახანგრძლივებს თქვენს საიმიგრაციო სტატუსს.

 

მწვანე ბარათის მოპოვება EB-1A-ის მეშვეობით

 

ვიზის გახანგრძლივების პროცესის შემდეგ თქვენ მოიპოვებთ უფლებას, რომ შეცვალოთ საიმიგრაციო სტატუსი. თქვენი წარმატების შანსები იზრდება, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს:

 

1. ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის, მეცნიერების ან განათლების სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ნიჭი (მაგ: ოლიმპიური მედალი, ჯილდოები, სტარტაპი და ა.შ).

2. გაქვთ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს თქვენს გამორჩეულ შესაძლებლობებს.

 

როდესაც მსურველი აკმაყოფილებს მოთხოვნებს EB-1A უზრუნველყოფს აშშ-ში ცხოვრების პერმანენტულ ნებართვას. თუ თქვენ არ გაქვთ წარმატება მოპოვებული საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით, მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი გამორჩეული უნარ-ჩვევები სხვადასხვა დოკუმნეტით, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე 3 კრიტერიუმს:

 

1. ნაციონალური ან საერთაშორისო კონკურსის ჯილდო ან დამადასტურებელი მოწმობა.

2. დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ თქვენ ხართ წარმატებული ორგანიზაციის/ასოციაციის წევრი.

3. სტატია ან პუბლიკაცია ცნობილი მედია-წყაროებიდან თქვენი გამორჩეული ნიჭის შესახებ.

4. საბუთი, რომ გაქვთ მონაწილეობა მიღებული რომელიმე ღონისძიებაში როგორც ჟიურის წევრი.

5. საბუთი, რომ წვლილი მიგიძღვით თქვენი უნარ-ჩვევების შესაბამისი სფეროს განვითარებაში.

6. სამეცნიერო ან სხვა მნიშვნელოვანი სტატიის ავტორობის დამადასტურებელი მოწმობა.

7. მოწმობა, რომ თქვენი ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე.

8. დოკუმენტი რომელიც ადასტურებს თქვენს მოწინავეობას გამოჩენილ ორგანიზაციაში.

9. დიდი ოდენობის ხელფასის ან კომპენსაციის დამადასტურებელი მოწმობა.

10. კომერციული წარმატების მოწმობა ხელოვნებაში.

 

სხვა გზები

 

როდესაც თქვენ ეწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებს B-1 ან B-2 ვიზით, თქვენ გაქვთ 6 თვე. ამ 6 თვის განმავლობაში არა-იმიგრანტების უმეტესობა ირჩევს ქორწინებას ან EB-1 მწვანე ბარათს. მწვანე ბარათის მოპოვების საუკეთესო გზა ქორწინებაა აპლიკაციის სიმარტივისა და დაბალი ხარჯების გათვალისწინებით. 

 

როგორ დავრჩეთ აშშ-ში სწავლის დასრულების შემდეგ?

 

თუ ფიქრობთ აშშ-ში ცხოვრების გაგრძელებაზე სწავლის დასრულების შემდგომ, უმჯობესია უკეთ გაერკვეთ სავიზო მოთხოვნებში. სააპლიკაციო პროცესი დამაბნეველი და სტრესულია, რადგან ვიზის უამრავი ტიპი არსებობს. მოთხოვნები, ლეგალური ქმედებები მუდმივად იცვლება, რაც ნამდვილად არ ამარტივებს ამ პროცესს. მწვანე ბარათის მოპოვების გარდა, მრავალი გზა არსებობს ვიზის გასახანგრძლივებლად. აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე გავრცელებულ შესაძლებლობებს. 

 

Practical Training on an F-1 Visa