ევროპაში მატარებლით გადაადგილება

ევროპაში მოგზაურობა ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს საშუალებას გვაძლევს ეკო-მეგობრული, მოსახერხებელი, კომფორტული ტრანსპორტით, მატარებლით გადავაადგილდეთ. თუ ახლო მომავალში ევროპის რომელიმე ქალაქში მატარებლით მოგზაურობას გადაწყვეტთ, მაშინ გადახედეთ ჩვენს ბლოგს, რათა ეს თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს. დავიწყოთ იმით, რომ მატარებლით მგზავრობა ერთი დიდი, ლამაზი თავგადასავალია, განსაკუთრებით მათთვის, ვის ქვეყანაშიც მატარებელი ჯერ კიდევ არ ქცეულა ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და სწრაფმავალ ტრანსპორტად. მყუდრო ვაგონში ჯდომისას შესაძლებელია ქალაქების, სოფლების დათვალიერება, ზღვის პეიზაჟებით თუ მთა-გორიანი ხედებით ტკბობა.

თუ რომელიმე ქალაქი მხოლოდ გზად უნდა გაიაროთ და იქ შეჩერებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ ნაწილობრივ ის გინახავთ კიდეც მატარებლიდან. ამასთანავე, თითქმის ყველგან დაშვებულია საკვების და სასმელის ატანა, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, მატარებელში პატარა პიკნიკის გამართვა ყოველთვის ნებადართულია. ცნობილი ფაქტია ის, რომ თუ ევროპაში ხარ, ყველაზე კომფორტული სამგზავრო საშუალება სწორედ მატარებელია. მაგალითად, გერმანიაში ნებისმიერ პატარა ქალაქშიც კი, გაყვანილია მატარებლის რკინიგზა.

ბილეთების შეძენა კი როგორც სადგურებზე არსებული აპარატებიდან, ასევე ავტობუსებშიც შეგიძლიათ. დროის დაზოგვის თვალსაზრისით, ტურისტისტისთვის ეს ხერხი ძალიან იოლი და ხელსაყრელია.

ბილეთების შეძენას ასევე ძალიან მარტივს ხდის ონლაინ ხელმისაწვდომობა და წლის სხვადასხვა შეთავაზებები. ონლაინ ბილეთები ყველგან არა, თუმცა უმეტეს ქვეყანაში უკვე არსებობს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. თუმცა მატარებლით გადაადგილება ძალიან იაფი არ არის, მაგრამ შეღავათებია 26 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებზე. ასევე, თუ წინასწარ, დიდი ხნით ადრე დაჯავშნით ბილეთს, შესაძლებელია ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევაც მოგიხდეთ. მაგალითისთვის გადავხედოთ ფასების რამდენიმე ვარიანტს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებებზე: პარიზი - ნიცა: ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 2 დღით ადრე - €69.00; ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 3 კვირით ადრე - €55; პარიზი - ამსტერდამი: ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 2 დღით ადრე - €135; ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 3 კვირით ადრე - €97; ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე - €54; ლონდონი - პარიზი: ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 2 დღით ადრე - €234; ბილეთის ფასი გამგზავრებამდე 6 კვირით ადრე - €55;
აქვე მოცემული საიტებიდან შესაძლებელია ევროპის თითქმის ყველა ქალაქის მიმართულებით მატარებლების ბილეთების შემოწმება და წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა: https://www.rome2rio.com/ http://www.dpbolvw.net/click-4120060-13431388 https://prf.hn/click/camref:1100l4au6/creativeref:1100l12635 https://click.linksynergy.com/fs-bin/click?id=dKflJV6UAjc&offerid=528412.25&type=3&subid=0 http://www.bahn.de/ - ეს არის გერმანული რკინიგზის საიტი, საიდანაც შეგიძლიათ ყველა მატარებლის განრიგის გადამოწმება, ასევე ბილეთის წინასწარ ყიდვა. სამწუხაროდ, ამ საიტიდან მხოლოდ გერმანიის მატარებლების ბილეთების დაჯავშნაა შესაძლებელი.