ფოტო რეპორტაჟი ამსტერდამიდან

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამსტერდამი მოგზაურთათვის მსოფლიოში ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია. აგურის შენობები, თავისუფალი, უსაფრთხო გარემო და ადამიანები. აქ არასდროს მოიწყენთ.

ამსტერდამის ხედები ძალიან ლამაზი და გამორჩეულია. მდინარის ირგვლივ გაშენებული შენობები და ქალაქში მოსეირნე ნავები ამ ადგილს განსაკუთრებულ იერ-სახეს აძლევს.

ამსტერდამში საჯარო ტრანსპორტია ნავები, რომელთა დახმარებითაც ქალაქის ერთ ნაწილიდან მეორეზე გადასვლა სრულიად უფასოა. ნავზე ყოფნისას უცნაური განცდა შეიძლება დაგეუფლოთ, ვინაიდან ისინი იმდენად დიდია, რომ ერთლოულად ნახავთ მასზე ადამიანებს ველოსიპედებით, მოპედებით და თავად მანქანებითაც კი.

ველოსიპედი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია ამსტერდამში. მათთვის ცალკე სადგომებია გამოყოფილი ქალაქში.

ამსტერდამში რამოდენიმე ძალიან საინტერესო მუზეუმის მონახულება შეიძლება. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ვან გოგის მუზეუმი. მოზეუმები ერთ სივრცეშია მოთავსებული, ასე რომ მათთან სტუმრობას თუ გადაწყვეტთ მარტივად შეგიძლიათ თითოეული მათგანის მოძებნა. მუზეუმების ტერიტორიის ირგვლივ დიდი მწვანე სივრცეა, სადაც უბრალოდ დასვენება ან პიკნიკის მოწყობა შეგიძლიათ.

ზოგადად ქალაქში ბევრი ადგილია, სადაც ყველა ასაკის ადამიანი ერთად იყრის თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზიანი ამინდია.

ამსტერდამში მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავებს ამსტერდამელებს უწოდებენ.

ამსტერდამი განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის დროს. ქალაქის არქიტექტურა ძალიან საინტერესოა ურბანული დაგეგმარების მხრივ, ასევე ქუჩებში სეირნობისას შეამჩნევთ რამდენად ღია სივრცეში იმყოფებით.

ამსტერდამი ის ადგილია, რომლის სტუმრობაც ალბათ არავის მობეზრდება, ვინაიდან აქ ყოველთვის იპოვით გასართობს. სწორედ ამიტომ ამსტერდამი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ტურისტებისთვის. მის დასათვალიერებლად რამდენიმე დღე სრულიად საკმარისია, მაგრამ უკან დაბრუნება მაინც ყოველთვის მოგინდებათ.

ფოტოსურათები: ანუკა კაპანაძე

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია