top of page

იტალიამ საზღვრები ჩაკეტა


იტალიის პრემიერ-მინისტრი განცხადებით, იტალია წითელ ზონად 3 აპრილამდე იქნება გამოცხადებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება, ასევე დაიხურა საჯარო დაწესებულებები.

გავრცელების საფრთხის გამო, ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისიდან მილანში ფრენებს ერთი თვით ამცირებს, ქუთაისიდან ბოლონიაში კი ერთი თვით წყვეტს. რაც შეეხება ქუთაისი-ბოლონიას, 7 მარტიდან 8 აპრილამდე პერიოდში, Ryanair-ის ყველა რეისი გაუქმდა. დაგეგმილია რომ 8 აპრილიდან ფრენები კვლავ კვირაში ორჯერ შესრულდება, თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.

ასევე, ავიაკომპანია Wizzair-მა 3 აპრილამდე იტალიის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა.

Please reload

bottom of page