აშშ-ის საკონსულო მარტის თვეში დანიშნულ გასაუბრებებს აუქმებს

ვირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, აშშ-ის საკონსულომ, 23-31 მარტის პერიოდში ჩანიშნული არასაემიგრაციო ვიზის ყველა გასაუბრება გააუქმა. აპლიკანტებმა, რომელთაც ინტერვიუ დანიშნული ჰქონდათ 23-31 მარტის მონაკვეთში, უნდა მოახდინონ თარიღის ცვლილება. ამ ეტაპზე, უახლოესი გასაუბრების თარიღები აპრილის თვეშია შემოთავაზებული, თუმცა შესაძლოა, სამომავლოდ ეს მონაცემები შეიცვალოს. .