მდგომარეობის დასტაბილურების შემთხვევაში, სად შეიძლება ვიმოგზაუროთ ზაფხულში უსაფრთხოდ
ბოლო პერიოდში ბევრი ქვეყანა ე.წ. კორონა ვირუსმა მოიცვა. შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა ფრენები სხვადასხვა მიმართულებით, ჩაიკეტა საზღვრები. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ქვეყნები თავდაუზოგავად მუშაობენ ვითარების გამოსასწორებლად. ეს მოგზაურობის მოყვარულებს შესაძლებლობასა და იმედს აძლევს დაგეგმონ საზაფხულო მოგზაურობა. მოდით გადავხედოთ რამოდენიმე ქვეყანას, სადაც ჯერ არ გავრცელებულა ვირუსი და უსაფრთხოა იქ გამგზავრება.

პირველი ასეთი ქვეყანაა ნამიბია. მისი ეგზოტიკური გარემო ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია დედამიწაზე. აქ შესაძლებელია ულამაზესი უდაბნოს გავლით მოინახულოთ ნაციონალური პარკი და დატკბეთ ველური ბუნებით, სადაც გზად წააწყდებით სპილოებს, ლომებს, ლეოპარდებს და სხვა ცხოველებს... თუ თვლით, რომ ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული თავგადასავალი გჭირდებათ, მაშინ ნამიბია სწორედ ის ადგილია, სადაც უნდა გაემგზავროთ.

მადაგასკარიერთ-ერთი ის ადგილია, სადაც მოგზაურობა ჯერ კიდევ უსაფრთხოა. ეს კუნძული სამოთხეა ბუნების მოყვარულებისთვის. ეს არის სახლი უამრავი საოცარი არსების.

მოზამბიკი - სამხრეთ-აფრიკული ქვეყანა. იგი ცნობილია გასაოცარი სანაპიროებით და მარჯნებით. ეს ადგილი თითქოს დედამიწაზე ჩაკარგული სამოთხეა, სადაც დრო და სივრცე განსხვავებულია. მოზამბიკზე მოგზაურობის შემთხვევაში გირჩევთ ყოველთვის თან გქონდეთ ფოტოკამერა, რათა მზად იყოთ თვალწარმტაცი პეიზაჟების სანახავად და დასამახსოვრებლად.

ეთიოპია - თუ თქვენ ლაშქრობა გიყვართ, მაშინ ზაფხულში ეთიოპიას უნდა ესტუმროთ. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი სავსეა კლდოვანი აღმართებით და ველებით, სამხრეთით კი ტბა ლანგანოს გასწვრივ შეგიძლიათ ესტუმროთ ეკო სახლებს/სადგომებს. ქვეყნის სამხრეთის მონახულებისას ასევე შესაძლებელია ჰარარზე მოხვედრა. ეს მაგიური ადგილი მთის წვერზეა. იქ ყოფნისას გამოცდით უცნაურ ურთიერთობას ამ ადგილსა და აფთრებს შორის. ნამდვილად მისტიურად ჟღერს, ხომ ასეა?

უზბეკეთი - აბრეშუმის გზის სამი ქალაქი სწორედ აქაა. ეს ქვეყანა დაახლოებით ესპანეთის ზომისაა და ულამაზესია. ის ჯერჯერობით ისევ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება ზაფხულში სამოგზაუროდ.

ვინაიდან ე.წ. კორონა ვირუსი პანდემიად გამოცხადდა, მსოფლიოს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.ევროპის ქვეყნებში ჯერ კიდევ არის პატარა კუნძულები, რომლებიც კორონასგან თავს კარგად იცავენ, ერთ-ერთი ასეთი ადგილია საბერძნეთში, სანდორინი, თუმცა ევროპაში ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო ალბათ უმჯობესი იქნება ცოტახნით ევროპის მიმართულებებს თავი ავარიდოთ და დავიცვათ მსოფლიოს მოქალაქეები. მანამდე კი უსაფრთხოების წესების დაცვით თავს უფლება მიეცით გაეცნოთ ეგზოტიკურ, მაგიურ ადგილებს მსოფლიოში.
ვიმედოვნოთ, რომ ზაფხულის პერიოდში მდგმაროება დასტაბილურდება და თანდათანობით შესაძლებელი გახდება მოგზაურობა ნაკლები საფრთხის შემცველ ქვეყნებში.