top of page

იაპონიის ვიზა

იაპონიის ვიზა გაიცემა ქ. თბილისში  იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია: კრწანისის ქ. 7დ, თბილისი,0114 ;  ტელეფონი ზარი საქართველოდან: (995 32) 2 75 21 11; 

ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის საშუალებით
მისამართი:  თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 175, თბილისი

ტელეფონი: (995 32) 205 01 10; ელ-ფოსტა: info@visageorgia.ge

japan passport.png

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაეებს იაპონიის ვიზით უზრუნველყოფს იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში. ყველა აპლიკანტმა პირადად უნდა შეიტანოს განაცხადი საკონსულოში. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, შეადგინოთ ტურისტული პაკეტი დააკმაყოფილოთ საკონსულოს ყველა მოთხოვნა.

რა საბუთები მჭირდება იაპონიაში ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;

  • სავიზო განაცხადი (2 ეგზემპლარი);

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • სასტუმროს და ბილეთის ჯავშანი;

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • ფოტოსურათი 45/45 მმ-ზე;

  • ყოველი დღის გაწერილი სამოგზაურო პროგრამა.

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

 

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში, სავიზო განაცხადის გაკეთება არის უფასო.

ვიზაჯორჯიას სავიზო  ცენტრის მომსახურების საფასური შეადგენს 80 ლარს.

მომსახურებაში შედის:

  •  კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;

  • სავიზო განაცხადის ფორმის შევსება(მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა);

  • ბიომეტრული ფოტოსურათი;

  • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშნები);

  • სამოგზაურო დაზღვევა;

  • ყოველდღიური ტურისტული პროგრამის გაწერა.

ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

სხვა ქვეყნებთან შედარებით იაპონიის ვიზის მიღება არ არის რთული თუ აპლიკანტს არ აქვს რაიმე სახის დარღევა საზრვარგარეთ. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება სავიზო განაცხადის გაკეთებისას, რაც ცალსახად ზრის ვიზის მიღების შანსს.

ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. თუმცა ვიზაჯორჯიას გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.​

 

რა ვადებში ხდება იაპონიის ვიზის გაცემა?

იაპონიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყოველდღე (ორშაბათი-პარასკევი) დილის 09:30 საათიდან , 12:30 საათამდე.

განაცხადის შეტანიდან ვიზაზე პასუხს დაახლოებით 5-6 სამუშაო დღეში მიიღებთ.

სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?

დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე.

ვიზაჯორჯიას ვიზა-ცენტრი მდებარებოს:

თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175. 
ქოლცენტრი: +995 32 205 01 10
ელ. ფოსტა: info@visageorgia.ge

გაქვთ დამატებითი შეკითვები?

მოგვწერეთ ქვემოთ კომენტარებში, ჩვენ აუცილებლად გიპასუებთ ან დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია ოფისში ჩვენს სავიზო სპეციალისტთან.

Please reload

予約できるサービスがありません
bottom of page