ვიზაჯორჯია
ტურისტული და ვიზა ცენტრი
კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) ვიზა
კორეის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ ვიზა.
ვიზა გაიცემა ქ. თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სექციის მიერ.
მისამართი : ჭავჭავაძის გამზირი N8 (ნუგზარ საჯაიას ქ.8), 0179 თბილისი, საქართველო
ტელეფონი : (+995) 32 297-0318;
ელ-ფოსტა : georgia@mofa.go.kr
ვებ-გვერდი: http://overseas.mofa.go.kr/ge-ko/index.do
ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის საშუალებით
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 175, თბილისი
ტელეფონი: (995 32) 205 01 10; ელ-ფოსტა: info@visageorgia.ge

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?
საქართველოს მოქალაეებს კორეის რესპუბლიკის ვიზით უზრუნველყოფს კორეის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სექციის მიერ. ყველა აპლიკანტმა პირადად უნდა შეიტანოს განაცხადი საკონსულოში. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, შეადგინოთ ტურისტული პაკეტი და ა.შ. შემდეგ მზა დოკუმენტები წარადგინოთ საკონსულოში.
რა საბუთები მჭირდება კორეის ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:
-
მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი (მინიმუმ მოქმედების 6 თვის ვადით);
-
სააპლიკაციო ფორმა და 1 ბიომეტრული ფოტო;
-
ბილეთისა და სასტუმროს ჯავშანი;
-
პასპორტში არსებული მოქმედის ვიზის ასლები;
-
სამოგზაურო გეგმა; (თავისუფალი ფორმით, თუმცა მოცემული უნდა იყოს მოგზაურობის მიზანი);
-
ცნობა სამსახურიდან თანამდებობის და ხელფასის მითითებით (ინგლისურ ენაზე);
-
ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი, ცნობა საკრედიტო ბარათისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, მინიმუმ - 3000 USD);
გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.
რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?
კორეის რესპუბლიკის საკონსულო განყოფილებაში, სავიზო განაცხადის ტარიფებია: ერთჯერადი ვიზის შემთხვევაში (ხანგრძლივობა 90 დღე) - 40 აშშ დოლარი;
ერთჯერადი ვიზა (ხანგრძლივობა 90 დღეზე მეტი) - 60 აშშ დოლარი;
სავიზო მოსაკრებლის გადახდა ხდება ნარდი ანგარიშსწორებით აშშ დოლარის ვალუტაში.
ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის მომსახურების საფასური შეადგენს 80 ლარს.
მომსახურება მოიცავს:
-
კონსულტაცია;
-
სავიზო განაცხადის ფორმის შევსება(მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა)
-
ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშანი);
-
სამოგზაურო დაზღვევა;
-
ყოველდღიური ტურისტული პროგრამის გაწერა;
-
ბიომეტრული ფოტოსურათი.
ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.
ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?
კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) ვიზა საქართველოს მოქალაქეებზე უმეტეს შემთხვევაში გაიცემა დაბრკოლების გარეშე, თუ განმცხადებელი საკონსულოში წარადგენს მოთხოვნილ დოკუმენტებს სრულად. ასევე არ უნდა ფიქსირდებოდეს აპლიკანტის მხრიდან წარსულში რაიმე სახის საემიგრაციო ან სამართალდარღვევის ფაქტი.
ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?
ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე.
რა ვადებში ხდება კორეის ვიზის გაცემა?
კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) საელჩოს საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ხუთშაბათ დღეს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
განაცხადის შეტანიდან ვიზაზე პასუხს სტანდარტულად 10 სამუშაო დღეში მიიღებთ.
სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?
დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე.
ვიზაჯორჯიას ვიზა-ცენტრი მდებარებოს:
თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175.
ქოლცენტრი: +995 32 205 01 10
ელ. ფოსტა: info@visageorgia.ge
გაქვთ დამატებითი შეკითვები?
მოგვწერეთ ქვემოთ კომენტარებში, ჩვენ აუცილებლად გიპასუებთ ან დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია ოფისში ჩვენს სავიზო სპეციალისტთან.