ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა


აშშ-სს ვიზა გაიცემა ქ. თბილისში  აშშ-ს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქ # 11; 0131 თბილისი, საქართველო, ტელეფონი ზარი საქართველოდან: (995 32) 247-11-60; ზარი ამერიკიდან: 703-988-7103; ელ-ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

ვიზაზე განაცხადის გაკეთება, საჭირო დოკუმენტების მომზადება და კონსულტაცია შესაძლებელია ვიზაჯორჯიას სავიზო ცენტრის საშუალებით
მისამართი:  თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 175, თბილისი

ტელეფონი: (995 32) 205 01 10; ელ-ფოსტა: info@visageorgia.ge

რას ნიშნავს ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

საქართველოს მოქალაეებს აშშ-ს ვიზით უზრუნველყოფს აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში. ყველა აპლიკანტს შეუძლია პირადად გააკეთოს განაცხადი ვიზაზე ან ისარგებლონ მესამე პირის მომსახურებით. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრში შესაძლებელია გაიაროთ კონსულტაცია სავიზო საკითხებზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმები, მოამზადოთ და თარგმნოთ სათანადო დოკუმენტები, პროფესიონალის მიერ შეადგინოთ სამოტივაციო წერილები, ვიზაცენტრშივე გადაიღოთ ბიომეტრული ფოტო.

რა საბუთები მჭირდება აშში  ტურისტული/საქმიანი ვიზიტისთვის?

ვიზის მიღებისათვის ყველაზე მეტი ყურადღება ეთმობა თქვენს ფინასურ მდგომარეობას. თქვენს მყარ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს თქვენს ქვეყანაში. შესაბამისად საჭიროა წარმოადგინოთ ის დოკუმენტები, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებბეს გაამყარებს.
თქვენი მხრიდან რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი;

  • სამსახურის ცნობა დამსაქმებლისგან (ხოლო მათთვის ვინც ბიზნესს ფლობს - საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მეწარმეობის შესახებ);

  • ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერები ბანკიდან;

  • სასურველია დანაზოგის შესახებ ცნობა ბანკიდან;

  • დაოჯახებულთათვის ქორწინების მოწმობა;

  • საკონსულოს მოსაკრებილის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ აქედან ან აქედან.

გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა დოკუმენტების წარდგენაც გახდეს საჭირო საკონსულოში. ამიტომ უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ვიზაცენტრის სპეციალისტთან.

 

რა დამიჯდება სავიზო მომსახურება?

ტურისტული/საქმიანი B1/B2 ვიზის ასევე საწავლო ვიზის მოსაკრებელი შეადგენს 160 აშშ დოლარს (სხვა კატეგორიის ვიზის მოსაკრებლის ტარიფებს ნახავთ აქ). ხოლო ვიზაჯორჯიას სავიზო განაცხადის გაკეთების საფასური შეადგენს 90 ლარს.

მომსახურებაში შედის:

  •  კონსულტაცია სავიზო საკითხების სპეციალისტისგან;

  • საკონსულოს სააპლიკაციო ფორმის მომზადება და გასაუბრების დღის რეგისტრაცია;

  • კორესპონდენცია საკონსულოსთან;

  • სამოტივაციო წერილის შედგენა;

  • ტურისტული პაკეტის მომზადება (სასტუმროს და ავიაბილეთის ჯავშნები);

  • ბიომეტრული ფოტო.

ვიზაცენტში ასევე შეგიძლიათ ისარებლოთ დოკუმენტების თარგმნის და ნოტარიული დამოწმების სერვისით.

ვიზის მიღების რა შანსი მაქვს?

კონკრეტული აპლიკანტისთვის რთულია განისაზღვროს, რამდენად აქვს ვიზის მიღების შანსი. თუმცა ეს ცალსახადაა დამოკიდეული თქვენს სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებზე თქვენს ქვეყანაში. რაც მეტად შეძლებთ დაუმტკიცოთ კონსულს, რომ ხართ რეალიზებული თქვენს ქვეყანაში, ასევე სამომავლოდ კიდევ მეტად განვითარების საშუალება, მით მეტად გაიზრდება ვიზის მიღების ალბათობა. ვიზაჯორჯიას ვიზაცენტრის საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად მოხდეს თქვენი შესაძლებლობების იდენტიფიცირება კონსულთან, რაც ცალსახად ზრის ვიზის მიღების შანსს.

ვიზაჯორჯია ვიზაზე გარანტიას თუ იძლევა?

ვიზის მიღებაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ კონსულის გადწყვეტილებაზე. თუმცა ვიზაჯორჯიას გამოცდილი სპეციალისტები მაქსიმალურად შეეცდებიან სწორად მოახდინონ დოკუმენტების მომზადება საკონსულოსთვის, რათა კონსულთან სრულად მოხდეს თქვენი არსებული მდგომარეობის და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რაც ვიზის მიღების ალბათობას ცალსახად გაზრდის.​

 

რა ვადებში ხდება აშშ-ს ვიზის გაცემა?

ეს დამოკიდებულია საკონსულოში არსებული რიგების მიხედვით, როგორც წესი ეს რიგი ერთ-ორ კვირას არ სცდება. აქტიური სეზონზე - გაზაფხულზე და ზაფხულში შესაძლებელია ერთ თვემდეც გაიზარდოს რიგი. საკონსულოში გასაუბრების დღესვე ცნობილი ხდება ვიზა გაიცემა თუ არა თქვენ სახელზე.

სად მოვიდე განაცხადის გასაკეთებლად?

დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან გვესტუმროთ ქვემოთ მითითებულ რეკვიზიტებზე.

ვიზაჯორჯიას ვიზა-ცენტრი მდებარებოს:

თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. 175. 
ქოლცენტრი: +995 32 205 01 10
ელ. ფოსტა: info@visageorgia.ge

გაქვთ დამატებითი შეკითვები?

მოგვწერეთ ქვემოთ კომენტარებში, ჩვენ აუცილებლად გიპასუებთ ან დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია ოფისში ჩვენს სავიზო სპეციალისტთან.

Please reload

სავიზო საკითხების სპეციალისტი დაგეხმარებათ და მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აშშ-ს სავიზო საკითხებთან დაკავშირებით
აშშ-ს სავიზო კონსულტაცია
30 min
უფასო
ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: (+995 32) 205 01 10 

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია